სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რამ გამოიწვია თბილისში პურის გაიაფება?

თბილისში პური საშუალოდ ხუთი თეთრით გაიაფდა.

როგორც "პურის მრეწველთა კავშირის" თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე განმარტავს ბოლო პერიოდში ქვეყანაში ფქვილის იმპორტი გაიზარდა, რაც კონკურენტულ გარემოს შექმნის და პურ-პროდუქტებზე ფასების დაწევას გამოიწვევს. 

"საზღვარი გაიხსნა, ბოლო დღეებია,  უკრაინიდან და რუსეთიდან ფქვილი შემოვიდა. ჩვენ ამ ფქვილის ხარისხი შევამოწმეთ და კარგია. თუ ასე გაგრძელდება კონკურენტული გარემო პურ-პროდუქტებზე ფასებს დაწევს. თუნდაც 1 ტომარა ფქვილი 2 ლარით რომ გაიაფდეს, ეს პურზე ფასის დაკლებას გამოიწვევს",-განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

მისივე ინფორმაციით, ერთი ტომარა ფქვილი 45-47 ლარი ღირდა. უკრაინული და რუსული ერთი ტომარა ფქვილის შეძენა კი 44-45 ლარადაა უკვე შესაძლებელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100