სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ტაქსის მძღოლები მიზილავდნენ ხელში სპირტს“ - რა დაემართა მოროშკინას დილით ადრე თბილისში?

ლალი მოროშკინა, რომელიც საკუთარი წიგნის „მე პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი“-ს რუსული ვერსიის პიარითაა დაკავებული და საზღვარგარეთ ხშირად დაფრინავს სოციალურ ქსელში აქვეყნებს ნაღრძობი ხელის ფოტოს და მკლავის დაზიანების ისტორიასაც წერს.

“ციკლიდან "მე რომ არ მომივა"...

ეს "ვიპენდრიოჟი"

დამღუპავს რა :(

მოკლედ დღეს,19.00 არბატზე მკითხველთან შეხვედრა მაქვს,(ფოტო-კარამელკებს მოგვიანებით მოგაწვდით)

იმის გამო,რომ მე სულ ჰაერში ვარ და თუ ასაფრენ ბილიკზე არ გამიყვანე უკვე ვეღარც ვიძინებ,გადავწყვიტე მეზრუნა ჩემს უძილობისგან გადაღრეცილ ოჯახის წევრებზე(მოგეხსენებათ ჩვენი აეროპორტის ძვირფასი განრიგი) განსაკუთრებით ახალ რძალზე, რომ ბოროტი,"ძილთმპარველი" დედამთილობა არ დამბრალებოდა და მივიღე ისტორიული გადაწყვეტილება, მარტო მივაშურე აეროპორტს...

როდესაც ჩემი ღიპიანი კაცივით დამძიმებული და გაბუსკნული ჩემოდანი,ვითარცა დაჭრილი მეომარი ფრონტის ხაზზე, ფორთხვით გადმომყავდა სახლის ზღურბლზე -ვიღრძე ხელი...

"ღიპიანის"წონამ იძალადა ჩემს მყესზე....

ვაი-ვაგლახით ჩავტენე ჩემოდანი საბარგულში და აფთიაქს მივაშურე.

სპირტი და ელასტიური ბინტი შველად მოვიდნენ...

იქვე იყო ტაქსოპარკი...

სრულიად ტაქსის მძღოლები მიზილავდნენ ხელში სპირტს და მჭიდროდ მიკრავდნენ ბინტს,რისთვისაც დიდი მადლობა მათ!

აეროპორტში გავაგრძელე პერსონალის ეგზეკუცია...

ზოგი ჩემს "ღიპიანს" მოათრევდა,ზოგი მე...

ტკივილისგან დაჯღანულმა მივაღწიე მოსაცდელ ალაგს..

ხოდა ახლა ვფიქრობ,ადამიანს რომ გამჩენი არ ასვენებს და მუდმივად ფათერაკს ეძებს,არ ჯობდა ერთი ჩემი შვილი შემეწუხებინა, სრულიად ტაქსოპარკის, მებაჟეების და ჩემი ტანჯვით გათანგული მგზავრების შეწუხებას?

არადა ხელი მარჯვენაა,მე არ ვარ ცაცია და რითი მოვუწერო ხალხს ხელი წიგნზე რითი?????” - წერს მოროშკინა პირად ფეისბუქ გვერდზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100