სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გადაუდებელი იურიდიული დახმარება თბილისელებს

.... თბილისელების ადვოკატი პროექტსგადაუდებელი იურიდიული დახმარება თბილისელებსწარმატებით აგრძელებს.

პროექტის მიზანს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის უფასო სამართლებრივი დახმარება.

აღნიშნული პროექტის და შესაბამისი სამართლებრივი დახმარების განხორციელების მიზნით, მიმდინარე წლის 2 სექტემბრიდან თბილისის მასშტაბით თბილისელების ადვოკატის 11 უფასო იურიდიული მომსახურების ოფისი ფუნქციონირებს, 10 ქ. თბილისის რაიონის გამგეობის შენობაში (დიდუბე, ჩუღურეთი, ვაკე, საბურთალო, კრწანისი, მთაწმინდა, ისანი-სამგორი, გლდანი-ნაძალადევი) და ერთი ცენტრალური ოფისი ქალაქ თბილისის მერიის შენობაში.

აღსანიშნავია, რომ არსებული პროექტი ასევე ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების დახმარებას. აქედან გამომდინარე, მათ იურიდიული მომსახურების (უფასო) ორი ოფისი მოემსახურება, რომლებიც ისნის და ლილოს ბაზრობებზეა განთავსებული.

იურიდიული დახმარების თითოეულ ოფისს უხელმძღვანელებს ერთი ტრენერ-ადვოკატი ან ადვოკატი, რომლის მეთვალყურეობისა და ზედამხედველობითაც შესაბამის საქმიანობას განახორციელებენ პრაქტიკანტები და ვოლონტიორები.

პროექტი თავისმხრივ მნიშვნელოვანია დამწყები იურისტებისთვის მაღალი დონის იურიდიული პრაქტიკის გავლის კუთხითაც, რაც ახალ თაობას შესაძლებლობას აძლევს პრაქტიკაში განავითარონ უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული თეორიული ცოდნა.

ზემოთხსენებულიდან გამომდინარე პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოქალაქეთა სოციალურად დაუცველი ნაწილის უფასო სამართლებრივ დახმარებას და მომავალი თაობის იურისტებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა-განვითარებას.

ა.ა.ი.პ. „თბილისელების ადვოკატი“

მის: თბილისი, შარტავას 7

ელ ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: www.tl.org.geა.ა.ი.პ. „თბილისელების ადვოკატი“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100