სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუტინმა სანქციებზე რეაგირების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე რეაგირების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას rbc ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, პრეზიდენტ პუტინის ბრძანებულება, რომელიც დასავლეთის სანქციების საპასუხოდ გამოიცა, ითვალისწინებს ექსპორტიორების მიერ სავალუტო შემოსავლების გაყიდვაზე კონტროლს, არარეზიდენტებზე უცხოური ვალუტით დაკრედიტების აკრძალვას და რუსების მიერ უცხოურ ანგარიშებზე ფულის ჩარიცხვას. ამასთან, პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას „სპეციალური ეკონომიკური ზომების შესახებ შეერთებული შტატების და მათ მიერ შეერთებული უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არამეგობრულ ქმედებებთან დაკავშირებით“. განკარგულების თანახმად: ✔️ ექსპორტიორებმა უპრობლემოდ უნდა გაყიდონ სავალუტო შემოსავლის 80% ✔️ ექსპორტიორების მიერ უცხოური ვალუტის რეალიზაციის წესს ცენტრალური ბანკი ადგენს ✔️ რუსეთის რეზიდენტებს ეკრძალებათ უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა და უცხოური ვალუტის დაკრედიტება რუსეთის ფარგლებს გარეთ საბანკო ანგარიშებზე ✔️ რეზიდენტებს, ასევე, ეკრძალებათ ფულის გადარიცხვა ანგარიშის გახსნის გარეშე უცხოური საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ მოწოდებული გადახდის ელექტრონული საშუალებებით

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100