სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: პარლამენტი მოკლე ვადაში უნდა შეიკრიბოს და მთავრობა დამტკიცდეს (ვიდეო)

„ფეისბუქზე“ საქართველოს პრეზიოდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე პრეზიდენტის ვიდეომიმართვა გავრცელდა. ქვეყნის პირველი პირი კოალიცია „ქართული ოცნების“ დასრულებულ კონსულტაციებსა და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის დასახელებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტი მოკლე ვადაში უნდა შეიკრიბოს, ხოლო მთავრობა კი მალე უნდა დამტკიცდეს:

„მთავარი ის კი არ არის, მომწონს თუ არა მე, როგორც პრეზიდენტს ან პოლიტიკოსს მთავრობის ის შემადგენლობა, რომელიც დასახელდა, არამედ ის, რომ არჩევნების შედეგად უმრავლესობით მოსულ პოლიტიკურ გუნდს მიეცეს საშუალება, კანონიერ ვადაში გადაიბაროს ხელისუფლება. ჩვენ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას გადავუგზავნით პარლამენტს და იმედი მაქვს, რომ საკანონმდებლო ორგანო მალე შეიკრიბება. ასევე იმედი მაქვს, რომ ახალი მთავრობა დამტკიცდება და მალევე შეუდგება საქმიანობას. იმედი მაქვს, რომ საქართველოში გაგრძელდება დემოკრატიზაციის პროცესი და ასევე იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო ოპოზიციას მიეცემა საშუალება, იქცეს რეალურ მაკონტროლებელ ოპოზიციურ ძალად“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100