
გედევანიშვილის ქუჩაზე 300 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა
ხუთი სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული ამ წუთებში ჩუღურეთის რაიონში. ცეცხლი გედევანიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავს უკიდია.
ხანძრის შედეგად, 300 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.
მაშველების ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე არ არსებობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
კომენტარი