სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიწისძვრის გამო "ფუკუშიმადან" პერსონალის ევაკუაცია დაიწყო

იაპონიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმა 1"-ზე მომუშავე პერსონალს ევაკუაცია დაიწყო.

7.0 მაგნიტუდის მიწისძვრა იაპონიის დროით დილის 10:57 წუთზე დაფიქსირდა ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე, რომლის ეპიცენტრი კუნძულ ხონსიუზე იყო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მიძისწძვრის ეპიცენტრი 34,9 კილომეტრი სიღრმეზე მდებარეობდა და 250 კილომეტრით იყოა დაშორებული ტომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმა 1"-დან, ხოლო ტოკიოდან 411 კილომეტრით.

ძლიერი მიწისძვრის გამო ატომური ელქტროსადგურის პერსონალს ევაკუაციის დავალება გაიცა, თუმცა სადგურის ოპერატორი კომპანია "ტეპკოს" წარმომადგენლების განაცხადებით "ფუკუსიმა 1"-ს მიწისქვეშა ბიძგების გამო არანაირი დაზიანება არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ვრცელდებოდა ცუნამის წარმოქმნის შესახებ ინფორმაცია, თუმცა ამ ეტაპზე ამის საშიშროება აღარ არსებობს.

დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100