სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როდემდე შენარჩუნდება 40 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა საქართველოში – დღეს +43 გრადუსი გამოცხადდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას განცხადებით, მაღალი ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში 22 ივლისამდე შენარჩუნდება, დასავლეთში – 21-მდე.
„უკვე შემდეგ რიცხვებში კი, ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. ტემპერატურა ყველგან იკლებს, მათ შორის, დედაქალაქში. 28 ივლისამდე დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 32 გრადუსამდე იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ შედარებით მეტი – 34-მდე,“ – ამბობს დოდო გვაზავა.

შეგახსენებთ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ჰაერის ტემპერატურა +43 გრადუსს მიაღწევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100