გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ წყალი დანაყა
ქუთაისის მერიის შენობის წინ, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქვასანაყით ქვიჯაში წყალი დანაყა.
წულაიამ აღნიშნული აქცია-პერფორმანსით ქუთაისის მერიის მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის ავტომობილის ჩუქება გააპროტესტა.
„მერიასთან სიმბოლურად წყალი დავნაყე, რადგან როგორც წყლის ნაყვა არ არის შედეგის მომტანი, ასეთივე უშედეგოა ხელისუფლებისთვის ჩემი ბრიფინგები. თითქოს გადასაყრელი გვქონდეს ქონება, ისე ვაჩუქეთ ჭიათურას უახლესი მოდელის ავტომობილი. მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ასე როგორ გეზიზღება ქუთაისი, რომ მერად ბრიყვი პოლიტიკოსი დაგვისვი?!“, – განაცხადა გოგი წულაიამ.
ქუთაისის მერიაში გოგი წულაიას ბრალდებებს არ პასუხობენ.
მსგავსი სიახლეები
კაცს, რომელიც დას მანქანით განზრახ ...
17:53 26.12
Bloomberg: ივანიშვილის ქონებამ რეკო...
18:52 26.12
მამუკა მდინარაძეს მეზობელმა მანქურთ...
13:56 25.12
დიდი ოდენობით თანხების მითვისების დ...
12:55 25.12
გავრცელებული ინფორმაციით, ნიღბიანებ...
13:53 25.12
ივანიშვილს საინკასაციო მანქანებით გ...
16:06 24.12
კომენტარი