სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსი გულშემატკივრების აგრესიული მარშები „ევრო–2012“–ის მასპინძელ ქვეყანაში

პოლონეთ–რუსეთის მატჩის წინ რუსებმა მარშით გაიარეს პოლონეთის დედაქალაქის ქუჩებში – ხუთი ათას „ფანატს" აზღვევდა 6 ათასი პოლიციელი. კოლონის მოძრაობის დროს პოლონელი გულშემატკივრები პოლიციელებს ესროდნენ „ფაიერებს" და შუშის ბოთლებს. პოლიციელებმა რამდენჯერმე გამაფრთხილებლად გაისროლეს. განსაკუთრებულად აგრესიული გულშემატკივრები დააკავეს.

სოციალურ ქსელ „ფეისბუკში" გაჩნდა სპეციალური ჯგუფი, მოთხოვნებით: „შეაჩერეთ რუს „ფანატთა" დაუსჯელობა „ევრო–2012"–ზე". ამ ჯგუფის საფეისბუკო გვერდზე აღნიშნულია: „რუსი „ფანატები" ახდენენ კომუნიზმის სიმბოლოების დემონსტრაციას, ჩხუბის პროვოცირებას და არ გამოხატავენ პატივისცემას პოლონელთა მიმართ; მიიღებს თუ არა ხელისუფლება და პოლიცია ზომებს?"

გაზეთმა „Gazeta Wyborcza"–მ მოიყვანა პოლონელი ჟურნალისტის სიტყვები, რომელმაც შეცდომით დაწერა: „რუსული ჯარის მარში", იმის ნაცვლად, რომ დაეწერა: „რუს ფანატიკოსთა მარში". გაზეთი თვლის, რომ ეს იყო შეცდომა ფროიდის მიხედვით, რაც შესანიშნავად გადმოსცემს საზოგადოების განწყობილებას.

ჩვენ გავახსენებთ მკითხევლს, რომ „წამონაცდენი ფროიდის მიხედვით" ნიშნავს ამა თუ იმ მოვლენასთან წამომცდენელის ქვეცნობიერ დამოკიდებულებას, რაც საფუძველში უდევს შეცდომით წარმოთქმულ ფრაზას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100