სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცნობილი თურქი მსახიობის გრანდიოზული ქორწილი, სამი საპატარძლო კაბა, პოპულარული სტუმრები და სკანდალი ქორწილამდე - ვინ არის დემეთ ოზდემირის რჩეული (ფოტოები)

ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­შიც პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, დე­მეთ ოზ­დე­მი­რი და­ქორ­წინ­და. დე­მე­თის რჩე­უ­ლი მომ­ღე­რა­ლი ოგუ­ზან კო­ჩია. ცნო­ბი­ლი წყვი­ლის ქორ­წი­ლი ამ ზა­ფხულს თურ­ქუ­ლი შოუ-ბიზ­ნე­სის მთა­ვარ მოვ­ლე­ნად და­სა­ხელ­და. გრან­დი­ო­ზუ­ლი სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნია სტამ­ბოლ­ში გა­ი­მარ­თა, პა­ტარ­ძალს ქორ­წი­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში სამი სა­ქორ­წი­ლო კაბა ეცვა. კა­ბებ­ზე თურ­ქმა დი­ზა­ი­ნე­რებ­მა იზ­რუ­ნეს. მსა­ხი­ო­ბის თქმით, აპი­რებს, რომ ერთ-ერთი კაბა იმ ფანს აჩუ­ქოს, რო­მე­ლიც თვი­თო­ნაც მალე ქორ­წინ­დე­ბა. დე­მე­თის ქორ­წილს ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბე­ბი და მომ­ღერ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. მათ შო­რის იყო ქარ­თვე­ლე­ბის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი მსა­ხი­ო­ბი იბ­რა­ჰიმ ჩე­ლი­ქო­ლი. ქორ­წილ­ში ყვე­ლა ელო­და მსა­ხი­ობ ჯან ია­მანს, რო­მე­ლიც პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში "ნა­ად­რე­ვი ფრინ­ვე­ლი" დე­მე­თის პარტნი­ო­რი იყო, თუმ­ცა სტუმ­რებს შო­რის ჯანი არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. უც­ნო­ბია, და­პა­ტი­ჟა თუ არა ოზ­დე­მირ­მა ის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქორ­წილს გრან­დი­ო­ზუ­ლი ნიშ­ნო­ბა უძღო­და წინ. ნიშ­ნო­ბამ­დე კი დე­მე­თი და ოგუ­ზა­ნი და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა რო­გორც თურ­ქულ მე­დი­ა­ში წე­რენ, ოგუ­ზან­მა საყ­ვა­რელ ქალს და­უ­ვი­წყა­რი სი­ურპრი­ზი გა­უ­კე­თა, რის შემ­დე­გაც ისი­ნი შე­რიგ­დნენ. ცნო­ბი­ლია, რომ ქორ­წი­ლი რამ­დე­ნი­მე დღე გაგ­რძელ­დე­ბა და გუ­შინ წვე­უ­ლე­ბის პირ­ვე­ლი დღე იყო. დე­მეთ ოზ­დე­მი­რი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბია. მან კა­რი­ე­რა კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის სე­რი­ა­ლე­ბით და­ი­წყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბედი დრა­მა­შიც სცა­და და წარ­მა­ტე­ბუ­ლა­დაც. ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა სე­რი­ალ­მა erkenci kus (“ნა­ად­რე­ვი ფრინ­ვე­ლი“) სა­დაც პარტნი­ო­რო­ბას ცნო­ბილ მსა­ხი­ობს ჯან ია­მანს უწევ­და. ეს სე­რი­ა­ლი ფა­ნე­ბის­თვის დღემ­დე ერთ-ერთ ყველ­ზე საყ­ვა­რელ სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუდ რჩე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბის დროს მე­დია დე­მე­თი­სა და ჯა­ნის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე წერ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ, რა­საც გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი დღემ­დე ვერ ეგუ­ე­ბი­ან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100