სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლიციამ ლევან ხაბეიშვილის დაკავება სცადა - ხმაური იუსტიციის სამინისტროსთან

ხმაური იუსტიციის სამინისტროსთან - საპატრულო პოლიციასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის შელაპარაკებაა. პოლიცია დეპუტატებს, რომლებსაც ყველა ადმინისტრაციულ შენობაში შესასვლის უფლება აქვთ, არ აძლევს საშუალებას შევიდნენ იუსტიციის სამინისტროში.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მინისტრ ბრეგაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათ ამისთვის 10 წუთიანი ულტიმატუმის ვადაც მისცეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნები, ამბობენ, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ აძლევენ დეპუტატებს გადაადგილების საშუალებას. პოლიციამ ლევან ხაბეიშვილის დაკავებაც სცადა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100