სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რეანომობილში ჟანგაბდი არ ჰქონდათ, ხოლო საავადმყოფოში დიალიზი" - 12 წლის გარდაცვლილი გოგონას ოჯახი

ბათუმში, 12 წლის გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი ამტკიცებს, რომ ბავშვი კორონავირუსით არ გარდაცვლილა.

გარდაცვლილი გოგონას ბაბუის თქმით, რეანომობილში ჟანგბადიც კი არ ჰქონდათ, ხოლო საავადმყოფოში დიალიზი, რომელიც თრკმლის პათოლოგიის მქონე პაციენტს სჭირდებოდა.

„დაბადებიდან ცალი თირკმელი არ ჰქონდა და იქ არ იცოდნენ დიალიზი რომ სჭირდებოდა?კორონავირუსი არ ჰქონია. არც სიცხე ჰქონდა და არც ხველა. სახლში შვიდი ადამიანი ვცხოვრობთ და არავის არ დაუდასტურდა. საღამოს გვითხრა ჰაერის უკმარისობა მაქვს და აზოტი მაქვს მომატებულიო. აზოტის საზომი აპარატი ჰქონდა და თავისით იზომავდა. საავადმოყოფოში რომ მიიყვანეს, გამოიძახეს სასწრაფო და წაიყვანეს თბილისში. გზაში რეანომობილში არც ჟანგბადი ჰქონდათ რომ მიეწოდებინათ. აზოტიც მოემატა“, - უთხრა ჟურნალისტებს გარდაცვლილი გოგოს ბაბუამ კახა ბერიძემ.

ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის დირექტორი, სადაც მოზარდი თავდაპირველად მოათავსეს, ადასტურებს, რომ მათ კლინიკაში დიალიზით მკურნალობის შესაძლებლობა არ არის.

თამარ ბახტაძის მტკიცებით, კლინიკაში შესვლისას გოგონას მდგომარეობა შეფასდა მძიმედ. მისივე განმარტებით, ბავშვს დაუდასტურდა კორონავირუსი. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი თბილისში რეფერირება გადაწყდა, თუმცა ტრანსპორტირებისას მდგომარეობა დამძიმდა და ბავშვი გარდაიცვალა.

"კლინიკაში ჩატარებული ტესტირების შედეგად მას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. მას საკუთარი ქრონიკული, მძიმე დაავადების გამო ესაჭიროებოდა დიალიზის ჩატარება. ასევე, უნდა ითქვას, რომ დარღვეული იყო კლინიკო-ლაბორატორიული პარამეტრები. პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემდეგ გამოიძახეს კატასტროფის მედიცინის ბრიგადა და მოხდა რეფერირება თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში. სამწუხაროდ, ტრანსპორტირების განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, კოპიტნართან დაფიქსირდა გარდაცვალება.

კლინიკაში შემოსვლისას ჰქონდა სხვადასხვა სისტემის უკმარისობა, მაგრამ წამყვანი მისი ქრონიკული დაავადება იყო. მას ჰქონდა მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც ხშირი პერიოდულობით საჭიროებდა ჩარევას.

მიმდინარეობს შიდა სამედიცინო მოკვლევა, თუმცა რეგულირების სააგენტო ჯერ ჩართული არაა," - განაცხადა თამარ ბახტაძემ.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100