ოჯახმა ქუჩაში მილიონი დოლარით სავსე ტომრები იპოვა
აშშ-ში, ვირჯინიის შტატში ერთმა ოჯახმა 2-თვიანი კარანტინის შემდეგ გასეირნება გადაწყვიტა და ქუჩაში მილიონი დოლარი იპოვა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ოჯახი გზაზე მანქანით გადაადგილდებოდა, როცა გზაზე დაგდებულ ტომარას გადაუარეს. თავიდან იფიქრეს, რომ მასში ნაგავია, თუმცა მისი საბარგულში მოთავსება და მოგვიანებით გადაგდება გადაწყვიტეს. შემდეგ იქვე კიდევ ერთი ასეთი ტომარა დაინახეს და ისიც თან წაიღეს.
სახლში დაბრუნების შემდეგ ტომრების გადაყრას აპირებდნენ, მაგრამ თავიდან გადაწყვიტეს ნახონ რა იდო შიგნით. ერთ ტომარაში წერილები იდო, მეორეში კი პლასტიკის პაკეტებში მოთავსებული ფული. მათ პოლიციას მიმართეს. აღმოჩნდა, რომ ტომარაში მილიონ დოლარამდე იდო, პაკეტებზე კი ერთ-ერთი ფულის საცავის მისამართი იყო მითითებული. გამოძიების შემდეგ პოლიციამ თანხმა მფლობელს დაუბრუნა.
კომენტარი