სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთში სიფხიზლე ცხოვრების ნორმა გახდა? - გამოსაფხიზლებლებს ხურავენ...

რუსეთის მთელ ტერიტორიაზე დარჩენილ თორმეტიოდე გამოსაფხიზლებელ დაწესებულებას ორ კვირაში დახურავენ, - ამის სესახებ რუსეთის შს მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა.

„ჩვენ ჩავატარებთ სალიკვიდაციო სამუშაოებს და ნოემბრის შუა რიცხვებისთვის ყველა გამოსაფხიზლებელი ლიკვიდირებული იქნება. იმედია, ჯანდაცვის სამინისტრო ამ საკითხს და გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდება“, - თქვა ალექსანდრე გოროვოიმ. მისივე თქმით, რუსეთის შს პარალელურად, უარს იტყვის კიდევ რამდენიმე ფუნქციის შესრულებაზე. ამიერიდან პოლიციელებს არ დაევალებათ ქვეყნიდან მოქალაქეების გაძევება და დეპორტირება, ბადრაგირება, არმიაში სამსახურისგან თავის ამრიდებელ პირთა, ასევე მოვალეთა და ალიმენტის ურჩ გადამხდელთა ძებნა. მინისტრის მოადგილის თქმით, ეს იმიტომ კეთდება, რათა უზრუნველყოფილი იქნას შს სამინისტროს „ჭეშმარიტი დანიშნულების“ შესრულება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100