სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

24 წლის მსახიობს, რომელმაც აქციაზე დარბევის გამო თვალი დაუზიანდა, თავის ტვინზე ოპერაცია უტარდება

24 წლის მსახიობს, რომელმაც გუშინ სამართალდამცავების მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიის გამო თვალი დაუზიანდა, "ნიუ ჰოსპიტალში" ოპერაცია უტარდება. ექიმების ინფორმაციით, მას თვალის გარდა თავის ტვინის დაზიანებაც აქვს მიღებული და ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. მას გუშინ ალადაშვილის სახელობის კლინიკაშიც ჩაუტარდა ერთი ოპერაცია.

საზოგადოების საპროტესტო მუხტი რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას, საკანონმდებლო ორგანოში მისვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას მოჰყვა.

მოსახლეობა ითხოვდა, რომ რუს დეპუტატს, გავრილოვს საქართველო დაუყოვნებლივ დაეტოვებინა და მის საქართველოში შემოყვანასთან დაკავშირებით კონკრეტულ პირებს პასუხისმგებლობა აეღოთ, მათ შორის, ირაკლი კობახიძეს, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს.

აქცია პარლამენტის წინ მიმდინარეობდა, სადაც დიდი ოდენობით სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები. ღამით კი სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რა დროსაც პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, მოგვიანების წყლის ჭავლით სცადეს მომიტინგეების დაშლა.

შეტაკებების დროს დაშავდა ათეულობით მოქალაქე, მათ შორის, სამართალდამცავებიც. ამ დროისთვის დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100