სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომთან ახლოს აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა

რომის მახლობლად პიროტექნიკის ქარხანა აფეთქდა, სადაც ფეიერვერკებისთვის განკუთვნილ მასალებს ამზადებდნენ. ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ მეხანძრეებს მის ჩასაქრობად ვერტმფრენების გამოყენება დასჭირდათ. აფეთქება გუშინ, სარამოს საათებში მოხდა. ამ დროისათვის ცნობილია, რომ დაიღუპა 6, ხოლო დაშავდა ათეულობით ადამიანი.

ქარხანაში ფეიერვერკებს იტალიაში გამართული სხვადასხვა ფესტივალისთვის ამზადებდნენ. ეს პირველი აფეთქება არ არის, რომელიც იტალიაში პიროტექნიკის საამქროში მოხდა. ქვეყნის ოპოზიცია უკვე რამდენიმე წელია მოუწოდებს ხელისუფლებას გაამკაცრონ კანონი უასაფრთხოების ზომების დაცვის შესახებ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100