სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკის ორგანიზებით ღია ბანკინგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პირველი ფინტექ ჰაკათონი გაიმართება

13 სექტემბერი, 2018 - მთელი საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის ორგანიზებით, 14 - 16 სექტემბერს ფინტექის თემატიკაზე ქვეყნის მასშტაბით პირველი ჰაკათონი გაიმართება. ჰაკათონში მონაწილეობას მიიღებენ დეველოპერები, დიზაინერები, ფინანსისტები, მარკეტერები, რომლებმაც 12 სექტემბრამდე გაიარეს რეგისტრაცია ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად.

სპეციალურად ჰაკათონისთვის, საქართველოს ბანკმა შექმნა API სენდბოქსი, რომელიც მოიცავს იმ სერვისებს, რომლებიც მონაწილეებს დაეხმარება გადახდებზე ორიენტირებული პროექტების პროტოტიპების შექმნაში. ჰაკათონის მიზანია რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარების მიზნით ხელი შეუწყოს ფინანსური სერვისების სფეროში ახალი, ინოვაციური, ტექნოლოგიურ იდეებზე დაფუძნებული სერვისების შექმნას. ჰაკათონი მთლიანად დაეთმობა ფინტექის კონკრეტულ მიმართულებას - გადახდების მობილურ და ვებ სერვისებს.

აღსანიშნავია, რომ მონაწილე გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო და ექნებათ შესაძლებლობა, პროექტი საქართველოს ბანკის შესაბამისი მიმართულების თანამშრომლებთან კონსულტაციით წარმართონ. პირველ ადგილზე გასული გუნდი პროექტის დასრულებისთვის 10 000 ლარს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული გუნდი 3 000 ლარს, მესამე ადგილის მფლობელ გუნდს კი 1 000 ლარი გადაეცემა.

„საქართველოს ბანკი განაგრძობს რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარებას. საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის განვითარების საკუთარი პროგრამა BOG Fintech შექმნა. მოხარული ვარ, რომ BOG Fintech პროგრამის ფარგლებში ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს და სპეციალისტებს შესაძლებლობა მიეცემათ წარმოადგინონ მათი იდეები უკვე მუშა პროტოტიპების სახით და საბოლოოდ - მიიღონ შესაძლებლობა განავითარონ საუკეთესო იდეები“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

ჰაკათონის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიეთ ვებგვერდს: www.fintech.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100