სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მე ვიკაიფე და ახლაც ვკაიფობ...

წარმოიდგინეთ რო, აი, კაი პონტია ძაან, ფოტკები, დესლი ვიდეოები და რამე შეიკრა.

მერე იმ კაი პონტში, ყველაზე უფრო მოხოდილმა, ეს ფოტკები და დესლი ვიდეოები ფეისზე დაყარა და სასტავი მითაგა.

ყველაზე სიფსიხე მაგ დროს ისაა ვიღაც რო დააკომენტებს: "აუ როგორ ვერ მოვახერხე მოსვლა".

ჩემი კაი...

სინამდვილეში, აქ მთელი ამბავია. ის "ვიღაც", იმაზე კი არ წუხს რო მისვლა/მოსვლა ვერ მოახერხა.

თავისი კომენტით იმ დესლი ვიდეოების გმირებს და მიმლაიქებლებს ეუბნება, თქვეჩემა, მეც ვიყავი მაგ კაი პონტზე მიწვეული, მარა ვერ შევძელიო...

ანუ მეც მაგ წრისა ვარ, პროსტა ამჯერად ვერ მოგწვდითო.

ნუ, იქნებ ბეეევრი საქმე ჰქონდა...

შეიძლება უბრალოდ გაცივდა...

ან სულაც უფრო კაი პონტში გაიჩითა, მარა ჯერ იმ ვაუუუ პონტის ფოტკები და დესლი ვიდეოები არ დაყრილა პირწიგნაკში...

მოკლედ, რავი, თუ გინდა შეამოწმეთ და ამ სნობებსა და ფეისების ჭიებზე, პეროებს სოციალურ ქსელშიც რო არ იხსნიან, თქვენც ხოშიანად იკაიფებთ.

მე ვიკაიფე და ახლაც ვკაიფობ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100