სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რობერტ სტურუა: „არ გეგონოთ, რომ ასე ვარ... ვქეიფობ, მძინავს, ხილს ვჭამ...“

დღეს ბათუმის „შერატონში“ 15 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ნიკოლოზ რურუა პირველ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან რობერტ სტურუას გათავისუფლების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ბრძანების მიხედვით, რობერტ სტურუა თანამდებობიდან 15 აგვისტოდან გაათავისუფლეს. ბრძანების ფოტოასლი „რობერტ სტურუას“ სახელითა და გვარით სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დარეგისტრირებულმა იუზერმა გამოაქვეყნა და ერთი სიტყვა მიაწერა: „მომხსნეს“. დღეს კი იმავე გვერდზე ახალი წარწერა გაჩნდა, საიდანაც სააგენტოებმა მხოლოდ ის ნაწილი ამოიღეს, სადაც რეჟისორი წერს, რომ „სვაბოდაზეა“ და არაფერი ადარდებს. სრული ტექსტი კი ასე გამოიყურება:

”ar gegonot,rom ase var,rogorc am suratshi mxedavt, - es repeticiaa...me ki vkeipob,mdzinavs,xils vcham (mgoni zedmetic mivirtvi...) mokled,gamasntavisuples,tavisupali var,svabodaze!..THE FREEDOM !- es kartvel amerikelebisatvis...ertaderti mac migrgnis tvins :ROGOR GADAVZIDO AMDENI CIGNI SAXLSHI ?! r.s.”

მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ რობერტ სტურუა „ფეისბუქში“ ძალიან იშვიათად იყენებს ქართულ შრიფტს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100