მოსკოვში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს
ხანძრის ფართობმა მოსკოვის სამხრეთ–აღმოსავლეთით უკვე 500 მეტრს მიაღწია.
შემთხვევა რუსეთის უმსხვილეს ხორცის გადამამუშავებელ საწარმოში მოხდა. მიქოიანის სახელობის ხორცკომბინატი, რომელიც ტალალიხინის ქუჩაზეა განთავსებული, ცეცხლის ალშია გახვეული. სამართალდამცველი ორგანოებიდან „ლაიფნიუს.რუ“–ს აცნობეს, რომ ხანძარს უკვე მიენიჭა მეორე კატეგორია, ეს კი სირთულის მიხედვით, სერიოზული საფრთხის შემცველი ხანძრის კატეგორიაა. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ათეულობით სახანძრო რაზმი, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიციის რაზმები. ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს სამი ვერტმფრენიც ჩაერთო.
სხვათა შორის, ეს დღეს რიგით მესამე ხანძარია, რომელიც მოსკოვში მოულოდნელად გაჩნდა და დიდი ფართობი მოიცვა. უფრო ადრე ცეცხლი კიდევ ერთ დაწესებულებას გაუჩნდა, დილიდან ამ დრომდე კი მოსკოვის ერთ–ერთ გარეუბანში ტორფის ჭაობები იწვის.
კომენტარი