სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიმ კარდაშიანის ფანებმა ყველა რეკორდი მოხსნეს

კიმ კარდაშიანმა გადაწყვიტა საკუთარი სელფ ფოტოებით ფული გაეკეთებინა, რეალითი შოუს ვარსკვლავმა ყველა მათგანი ერთად შეკრიბა, წიგნად აქცია და გამოაქვეყნა.

ერთი შეხედვით არამომგებიანი იდეა იყო, ვის რად უნდა წიგნი როცა კიმის სელფები ინსტაგრამზე ყველას ნანახი აქვს, თუმცა ნურას უკაცრავად, კარდაშიანმა ამჯერადაც სწორად გათვალა და მისი იდეა ახლაც მაღალშემოსავლიანი აღმოჩნდა.

წიგნი სახელწოდებით სელფიშ (ეგოისტი), რომელიც 60 დოლარი ღირდა მაღაზიის თაროებზე გამოჩენიდან რამდენიმე წამში სრულად გაიყიდა. და წამები ახლა სულაც არ გახლავთ უბრალოდ გამონათქვამი, კიმის სელფებით სავსე წიგნის ყველა ეგზემპლარი ერთ წუთზე ნაკლებ დროში შეიძინეს თაყვანისმცემლებმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100