სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“შენი ონლაინ კამპანია“ და მისი ლიდერი - დავით ფარცვანია

16 თებერვალს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ლადო ვარძელაშვილმა პრესკონფერენცია გამართა სამინისტროს ახალ პროექტთან დაკავშირებით, სახელწოდებით „შენი ონლაინ კამპანია“, რომლის ორგანიზატორია სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი“.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას სოციალურ მედიაში და მათი ინფორმირებულობის ამაღლებას ცენტრის საქმიანობის შესახებ. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა უნდა მოახდინონ ზემოაღნიშნული სამინისტროს სისტემის პოპულარიზაცია სოციალურ მედიაში. ფინალისტების შერჩევა მოხდება საკონკურსო ხმებისა და ჟიურის გადაწყვეტილებით.

კონკურსის დასკვნით ეტაპზე კი ორი ფინალისტი შეეცდება წარმდგენილი ონლაინ კამპანიის გეგმების სოციალურ ქსელებში პრაქტიკულ განხორციელებას. გამარჯვებული გამოვლინდება სპეციალურად შემუშავებული სარეიტინგო ქულის მიხედვით და მიიღებს ფულად ჯილდოს - 5 500 ლარს. დაჯილდოება გაიმართება 1 ივნისს ანაკლიის პატრიოტთა ბანაკის ბაზაზე

დავით ფარცვანიამ თავი დაამახსოვრა საზოგადოებას დავით ბაქრაძის ვირტუალური არჩევნებიდან და მუდმივად ცდილობს აქტიურად იყოს ჩართული სხვადასხვა კონკურსებში მიუხედავად დაძაბული სამუშაო გრაფიკისა. ამჟამად არის სახელმწიფო შპს „მექანიზატორი“-ს და იურიდიული ფირმა იც-ცონსულტინგ-ის იურისტი.

დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტი (კავკასიის სამართლის სკოლა) სტუდენტობის წლებში გადიოდა პრაქტიკასა და სტაჟირებას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში, არის სხვადასხვა კონკურსების გამარჯვებული და შესაძლოა, მისი სახით ქართული პოლიტიკის მომავალ, ახალგაზრდა სახესთანაც გვქონდეს საქმე... „დრონი.ჯი“ სწორედ დავით ფარცვანიას ესაუბრა, რომელიც ამ კონკურსს დამაჯერებლად ლიდერობს:

-დავით, როგორ შეიტყვე ამ კონკურსის შესახებ?

- აღნიშნული კონკურსის შესახებ გავიგე საინფორმაციო საშუალებებით. გარკვეული ხანი ვფიქრობდი, რამდენად მეყოფოდა დრო სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, მაგრამ მეგობრების დაჟინებული თხოვნის შედეგად გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა ამ პროექტში და მართლაც კონკურსის დაწყებიდან მეორე ტურამდე კვლავ პირველ ადგილზე ვარ. დამეთანხმებით ალბათ, რომ 1660 ხმა დაახლოებით 15 დღეში არ არის ცუდი შედეგი, თუმცა ვნახოთ რა იქნება მომავალში, რადგან დროის სიმცირიდან გამომდინარე, ეს შედეგიც მიკვირს და ჩემთვის მთავარია რომ ამდენი ადამიანის მხარდაჭერას ვგრძნობ და მთავარი ორიენტირი არ არის კონკურსში გამარჯვება, რადგან ამითი მე ვხედავ, რომ ჩემს მეგობრებთან და იმ უცნობ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მხარს მიჭერენ, მომავალში ბევრი კარგი ქართული საქმე შემიძლია გავაკეთო, რადგან ჩემი მიზანი მათთან ერთად წარმატებული ნაბიჯების გადადგმაა, მათთან ერთად ყველა საქმეში ერთად ყოფნაა და თითოეული მათგანი მეამაყება და მეიმედება, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ერთად ძალიან ბევრს საქმეს გავაკეთებთ.

-საერთოდ, კონკურსზე რას გვეტყვი?

-ვიდრე ზოგადად ამ კონკურსის დადებით მხარეებზე ვისაუბრებ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ბატონ ლადო ვარძელაშვილს და „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს“ ასეთი საინტერესო პროექტის ორგანიზებისათვის. აღნიშნული პროექტი კი არის კარგი სტიმულატორი ჩვენი თაობისთვის, რადგან კონკურენცია, თუნდაც სხვადასხვა სახის ვირტუალურ არჩევნებში და ონლაინ კამპანიის წარმართვა იწვევს ახალგაზრდობის დაინტერესებას ზოგადად არჩევნების პროცესის მიმართ. ეს კი ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, რადგან წარმატებული სახელმწიფოს უმთავრესი რესურსი-ახალგაზრდობაა. აქვე დავძენ, რომ ყველაზე საჭირო რამ, რასაც ბუნება აძლევს ადამიანს ენთუზიაზმია - ეს ენთუზიაზმი და მოტივაცია კი დიდია დღევანდელ თაობაში, რისი ნათელი მაგალითიცაა თუნდაც ეს კონკურსი, რადგან წარმატების მისაღწევად ურთიერთშორის მიმდინარეობს ნამდვილი, ჯანსაღი კონკურენცია, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია პირველ რიგში ქვეყნისთვის და შემდეგ თითოეული მათგანის შემდგომი კარიერული წინსვლისთვის.

-ცოტა რამ შენზეც გვითხარი: რა მოგწონს, რა გეგმები გაქვს?

-„ორი რამ ავსებს ჩემს სულს: ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და მორალური კანონი ჩემში“ ... მთავარია, თითოუელმა ჩვენგანმა ჩვენი საქმე შევასრულოთ პირწმინდად და გავაკეთოთ იმის მაქსიმუმი, რითაც შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას, მაგალითად ერთი ადამიანი, რომელიც ხედავს ქუჩაში დაყრილ ნაგავს, იღებს და ურნაში აგდებს, ანუ ის ქვეყნისთვის რაღაცას აკეთებს. შესაბამისად მეც, როგორც ერთი რიგითი პაიკი მზად ვარ მუდმივად ჩემი ქვეყნის სამსახურში ვიყო, ვაკეთებ ჩემს საქმეს და ასევე აქტიურად მინდა ვიყო ჩართული ყველა იმ პროცესში, რაც ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისათვის არის მთავარი, რაც თითოეული ქართველისთვის არის მთავარი. ყველას უკვირს, რატომ არის საქართველო უნიკალური ქვეყანა, პასუხი კი ერთია: ერთმანეთის გვერდში დგომა, ერთმანეთის გატანა და მუდმივად ერთიანობა არის მთავარი, რომ დღითიდღე ასეთი წარმატებული ქვეყანა შენდება. მე პირადად იმ რესურსებიდან გამომდინარე, რითაც შემიძლია დავეხმარო და გვერდში დავუდგე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებას საქართველოში, გამოვხატავ სრულ მზადყოფნას მონაწილეობა მივიღო ყველა პროექტში და შევთავაზო სხვადასხვა სახის სიახლეები და თავისუფალი დრო დავუთმო მუშაობას იმ საკითხზე, რასაც საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება ჰქვია, რადგან ვფიქრობ რომ სიცოცხლე გვეძლევა აუცილებელი პირობით, რომ სიკვდილის ბოლომდე ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ვზრუნავდეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100