“RMG ჯგუფის” საგანგებო განცხადება
როგორც ცნობილია, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ორმა მოსამართლემ უნდა მიიღოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ყაჩაღიანის #1 უბანთან დაკავშირებით. მოწინააღმდეგე მხრიდან შეგნებულად ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაცა, რაც აშკარად მიზნად ისახავს სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლას.
სასამართლოს მიერ ა. წ. 16 მაისს ყაჩაღიანის უბნის დათვალიერებისას პროცესში მონაწილე ყველა არქეოლოგმა თუ სპეციალისტმა, მათ შორის მოსარჩელე მხარეთა მიერ წარმოდგენილმა და მოწვეულმა არქეოლოგებმა დაადასტურეს, რომ ე.წ. ყაჩაღიანის ბორცვი მთლიანად აღებულია და აღარ არსებობს.
გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობა დღეს სასამართლოსთან გეგმავს მშვიდობიან აქციას.
„არემჯი ჯგუფი“ მოუწოდებს ყველა მხარეს თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, საპროტესტო აქციისა და პროვოკაციისგან, რომელიც მიმართული იქნება სასამართლო ხელისუფლების ზეწოლისკენ. კომპანია კიდევ ერთხელ სთხოვს ყველა დაინტერესებულ მხარეს, სასამართლოს მიეცეს საქმეზე ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.
კომენტარი