სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მდინარაძის თქმით, კობახიძე აშშ-ში, უბრალოდ, არდაპატიჟების მიზნით დაპატიჟეს

არდაპატიჟების მიზნით დაპატიჟეს - ასეთია "ქართული ოცნების" ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასება აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ირაკლი კობახიძეს მიწვევა გააუქმა.

მდინარაძის განცხადებით, პრემიერს, ბაიდენისთვის მიღებაზე დასწრება არ უთხოვია.

ქვეყნის პრემიერის, რომლის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, სპეციალურად მიწვევა ამ მიწვევის გაუქმებისთვის, არ მგონია მთლად გონივრული ან თუნდაც შედეგიანი სვლა.

სთხოვა ვინმემ? არა!

უბრალოდ არდაპატიჟების მიზნით დაპატიჟეს.

ხავსადქცეული, ახალი მაშველი რგოლი წყალწაღებული ოპოზიციისთვის!

ზუსტად ამას ვამბობდით წინა დღეებში!

გაგრძელებაც იქნება, თუმცა საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები, მხოლოდ საქართველოში მიიღება და სხვაგან აღარსად, ამას უნდა შეეგუოს ყველა!

ბაიდენი, რა თქმა უნდა, დეტალურად იქნება საქმის კურსში ამ ფაქტის შესახებ"- წერს მდინარაძე.

ნიუ-იორკში ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია, - ამის შესახებ ინფორმაცია ექსკლუზიურად "ამერიკის ხმისთვის" გახდა ცნობილი.

როგორც „ამერიკის ხმისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100