სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა რისკებს შეიცავს რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტის შესაძლო განახლება?

ამ ბოლო დროს ისევ ალაპარაკდნენ რუსეთში ქართული პროდუქციის, კერძოდ, ქართული ღვინის დაბრუნების სესაძლებლობებზე, ამ მიზნით მოსკოვს სხვადასხვა ორიენტაციის პოლიტიკოსებიც კი ესტუმრნენ და რუსეთის მთავარ სანიტარს შეხვდნენ. თუ მათ დავუჯერებთ, ძალიან მალე რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო და „ბორჯომი“ დაბრუნდება.

ამ ინფორმაციის პარალელურად, ალბათ სასიამოვნო მოსასმენი იქნებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად იქნება დაცული ფალსიფიცირებისგან რუსეთში ქართული ღვინო, მაგრამ ამის სესახებ არაფერია ცნობილი. არც ისაა ცნობილი, ექსპორტის განახლება სიტყვიერ შეთანხმებას დაეფუძნება თუ რაიმე სახის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების ხელმოწერა იგეგმება, ასეთ პირობებში ღვინის ან სხვა პროდუქციის ექსპორტზე კი საუბარი მართლაც სასაცილოა.

სხვათა შორის, ბევრს არცთუ უსაფუძვლოდ მიაჩნია, რომ რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტის განახლებაზე საუბარი არ ღირს მანამ, სანამ რუსეთი ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყნად რჩება. ამ თეორიის მომხრეებს მსოფლიო პრაქტიკიდან უამრავი მაგალითი მოჰყავთ, როცა ერთი ქვეყანა უარს ამბობს მისდამი მტრულად განწყობილ ან იმ ქვეყანაში პროდუქციის ექსპორტზე, რომელთანაც საომარ მდგომარეობაში იმყოფება.

ამ ვერსიების ფონზე გადავხედოთ და გავაანალიზოთ, რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტის განახლება, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური კუთხით:

ფაქტია, რომ რუსულ კორუფციონერულ, ქსენოფობიურ და მტრულ სახელმწიფოში ქართული ღვინის შეტანას მეღვინეობისათვის მრავალი დამანგრეველი რისკები სდევს თან:

1) რუსეთში ბიზნესი კორუფციული გარიგებების, ე.წ. "ატკატების" გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.

2) ექსპორტიორი მეღვინეებისაგან რუსულმა კრიმინალურმა სამყარომ, შესაძლოა, ძველებურად მოიითხოვოს „გრევი“, ანუ ფული „კრიშობისთვის“, მერე კი კრიმინალური სინდიკატების აურაცხელმა და ძალიან ძლიერმა რუსულმა დაჯგუფეფებმა სცადონ ქართული მეღვინეობის ბიზნესის გაკონტროლება.

3)რუსული სპეცსამსახურებმა, შესაძლოა, სცადონ, დივერსიის მოწყობის მიზნით, მოწამლული ღვინის ბოთლების შეპარება რუსეთში შეტანილ-დასაწყობებულ ქართული ღვინის პარტიებში. ქართული ღვინის სახელის გაფუჭებისათვის „ეფ–ეს–ბე“, ალბათ, არც ამ მეთოდის გამოყენებაზე იტყვის უარს. თანაც, დაყადაღებულ პარტიას საკუთრად, უფასოდ მოიხმარენ ჩინოვნიკები.

ამგვარად, სპეცსამსახურები და კრემლის მიერ მოქრთამული მედია საერთაშორისო დონეზე გაბერავს ამ მოწყობილ სკანდალებს, რათა საქართველოს სახელმწიფოს, ქართული ღვინის წარმოების დისკრედიტაცის გზით მიადგეს დიდი ეკონომიკური ზარალი.

4) რუსეთში შეტანილი ღვინის პარტიების დაპატიმრება კრემლის რომელიმე ჩინოვნიკის მიერ, გაბრაზებულ გულზე მიღებული ახალი "უკაზების" საფუძველზე, საქართველოსათვის უცხო ხილს არ წარმოადგენს. არცთუ შორეულ წარსულში ქართულმა ბიზნესმა დიდი ზარალი განიცადა რუსეთში შეტანილი სასმელების კონტეინერების უკანონოდ დაპატიმრებებისა და მათ ჩამორთმევის გამო. ხომ ისედაც ნობილია, რომ ამ კორუფციულ ქვეყანაში სახელმწიფო ჩინოვნიკების თავგასულობა ყოველს ზვარს სცდება.

5) ქართული ღვინის ექსპორტის აღდგენის შემდეგ მთელ რუსეთში დაიწყება იაფი „დურდოს“ ხსნარებით ფალსიფიცირებული პროდუქტის წარმოება და ის ქართული ღვინის ეტიკეტის ქვეშ გასაღდება არამარტო რუსეთში, არამედ მრავალ სხვა ქვეყანაში. ეს გაუკონტროლებელი ფაქტორია. ეს გარდაუვალი რუსული ფალსიფიკაციის ფაქტორი კი სულ გაანადგურებს ამდენი შრომითა და ფულადი სახსრებით, უძვირესი მარკეტინგული მეთოდებით აღორძინებულ ქართულ მეღვინეობას.

ეს, ბოლო მუხლით წარმოდგენილი რისკ-ფაქტორი გარდაუვალია და ის ყველაზე საშინელი ზიანის მომტანია ქართული მეღვინეობისათვის.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კარგად უნდა დავფიქრდეთ, ღირს თუ არა მტრულად განწყობილ, ქსენოფობიურ და კორუმპირებულ ქვეყანაში, სადაც ბიზნესი პოლიტიკის ნაწილადაა გადაქცეული, ქართული ღვინის ექსპორტის განახლება...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100