ალკოჰოლის, ნიკოტონის, მარილისა და სხვა ნივთიერებების სასიკვდილო დოზები
სასიკვდილო დოზა – 94 სიგარეტი ერთ ჯერზე. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ძლიერ, 75 კგ. წონის მამაკაცს 75 მგ. ნიკოტინი უეჭველად მოკლავს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველი სიგარეტი შეიცავს 0.8 მგ. ნიკოტინს, სასიკვდილო დოზა 94 სიგარეტია.
ალკოჰოლი: სასიკვდილო დოზა – 3 ბოთლი ერთ ჯერზე. 1 პრომილე (პრომილე – რაიმე რიცხვის მეათასედი ნაწილი (პროცენტის მეათედი), აღინიშნება 0/00-ით) ალკოჰოლი სისხლში, ნიშნავს, რომ ადამიანის ყოველი ერთი ლიტრი სისხლი შეიცავს 1 მლ. სუფთა ალკოჰოლს. 0.5 ლ. არაყი – დაახლოებით 200 მლ. სუფთა ალკოჰოლია. ჯანმრთელი 75 კგ-იანი მამაკაცის მიერ დალეული ეს ნახევარი ლიტრა გარდაიქმნება დაახლოებით 2.5 პრომილედ, რაც იწვევს სერიოზულ დათრობას. ალკოჰოლის სასიკვდილო კონცენტრაციად სისხლში ითვლება 5-6 პრომილე, რაც არის 400-450 მლ. მიღებული სუფთა ალკოჰოლი. 1-1.25 ლიტრიანი არაყის (იმ პირობით თუ მსმელს არ ამოაღებინებს) 3 ბოთლის ზედიზედ დალევა იწვევს სიკვდილს.
პოლივიტამინები: სასიკვდილო დოზა – დღე-ღამეში 5000 აბი. დიახ, ვიტამინებიც კლავს. არსებობს ასეთი ცნებაც კი – ჰიპერვიტამინოზი. მაგალითად: A ვიტამინის პერედოზირება იწვევს: თავის ტკივილს, თავბრუს, გულის ხუთვას, გონების დაკარგვასა და კრუნჩხვას. ვიტამიანი B1: თირკმლისა და ღვიძლის დისფუნქცია. ვიტამიანი B12: გახშირებული გულისცემა, სისხლის შედედება. ვიტამინი D2: სისუსტე, წყურვილის გაძლიერება, გულზიდვა, მალარია, მაღალი არტერიული წნევა, სუნთქვის გაგრძელება, პულსის შენელება. ვიტამიანი E: მეტაბოლიზმის დარღვევა, ტრომბოფლებიტი, ნეკროზული კოლიტი, თირკმლის უკმარისობა, სისხლჩაქცევები თვალში, ჰემორაგიული ინსულტი. დამაჯერობლობისთვის, რა თქმა უნდა უნდა, მივიღოთ პოლივიტამინების კომპლექსი. სასიკვდილო დოზისთვის საკმარისა მიიღოთ 5000 აბი A და D ვიტამინები, თანაც დროის მოკლე შუალედებით, რათა ორგანიზმმა ვერ მოასწროს მისი გამოდევნა შარდით და სიკვდილი გარანტირებულია.
მზე: სასიკვდილო დოზა – 8 საათი სიცხეში. ერთი უღრუბლო ივლისის დღე, გატარებული ეგვიპტის მზეზე, ყოველგვარი დაცვის გარეშე აუცილებლად გახდება უკანასკნელი. ადამიანს სჭირდება 2-დან 8 სათამდე, რომ მიიღოს სერიოზული სითბური დარტყმა. თავდაპირველად სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუს ხვევა, შუილი ყურებში, შემდეგ ტემპერატურის მომატება 40-42 გრადუსამდე, გულისრევა, გახშირებული გულისცემა და სუნთქვა. შემდეგ – ბოდვა, არტერიული წნევის დავარდნა, გონების დაკარგვა და უყურადღებობის შემთხვევაში – სიკვდილი.
მარილი: სასიკვდილო დოზა – 250 გრამი ერთ ჭამაზე. მგონი, ის უფრო საინტერესოა, როგორ უნდა შეჭამო 250 გრამი მარილი და თუ მაინც, მაშინ ორგანიზმი გადაიტანს შემდეგს: მოიმატებს არტერიული წნევა (რაც ისედაც საშიშია), რომელსაც დაერთვება მძიმე შეშუპებები (1 გრამი ნატრიუმის ქლორიდი აკავებს სხეულში 100 მლ. სითხეს), მათ შორის ტვინის, ფილტვების და სიკვდილიც არ დააყოვნებს.
კოფეინი: სასიკვდილო დოზა – 150 ესპრესოს სულმოუთქმელად დალევა. ეს ციფრი დამოკიდბულია ადამიანის წონასა და კოფეინის ინდივიდუალურ შეთვისებაზე. მაგალითად: თუ ადამიანი იწონის 75 კილოგრამს, მაშინ ერთმნიშვნელოვნად სასიკვდილო დოზაა 15 გ. კოფეინი. ნამდვილი, კარგი ესპრესო, რომელიც წარმოშობით იტალიურია, ედრება ერთ ყლუპ ადრენალინს. სტანდარტულ ჭიქაზე მოდის არა ნაკლებ 100 მილიგრამი კოფეინი. შეუკვეთე 150 ჭიქა და სიკვდილიც არ დაიგვიანებს.
წყალი: სასიკვდილო დოზა – 8-10 ლიტრი დღეში. ამბობენ, რომ ყოველ 1000 შეჭმულ კილოკალორიაზე უნდა დალიოთ 1 ლიტრი წყალი. საშუალო დღიური რაციონი ქალაქის მაცხოვრებლისა შეადგენს 2000-2500. თითქმის ლიტრა სითხეს ადამიანი იღებს საკვებიდან. მის დღიურ ნორმას შეადგენს – 1.5-2 ლიტრი წყალი. 3-4-ჯერ გადამეტება კი იწვევს ე.წ. წყლით მოწამვლას, იგივე ინტოკსიკაციას – მარილისა და წყლის გაცვლის დარღვევას ორგანიზმში. თირკმელები უბრალოდ ვერ მოასწრებს ორგანიზმიდან დალეულის გამოდევნას, მარილის კონცეტრაცია დავარდება და წყალი დაიწყებს შიდაუჯრედების შევსებას. ჯამში – ტვინის, ფილტვების შეშუპება და სიკვდილი.
ელექტრობა: სასიკვდილო დოზა – არა ნაკლებ 0.1 ამპერი. უკომპრომისო ვარიანტი – ელექტრო სკამი, რომელიც ახლაც შეიძლება აღმოაჩინოთ ამერიკის 6 შტატში. ძაბვა – 1700-დან 2400 ვოლტამდე, დარტყმის ძალა – 6 ამპერიდან (სიცოცხლისთვის საშიში – 0.1 ამპერი), 20 წამიდან 1 წუთამდე ხანგრძლივობით. თუ ყველაფერი რეგლამენტის მიხედვით მიდის, მსჯავრდებული გრძნობას კარგავს 1/240 წამში და პრაქტიკულად მომენტალურად კვდება.
აგრეთვე საშიშია საყოფაცხოვრებო ელექტროობა. თეორიულად რომ აიღოთ სველი ხელით დიდი ლურსმანი და ჩაყოთ როზეტში (იგივე “შტეფსელში”) 220 ვოლტის ძაბვით, დენი დაგარტყამთ 0.1-0.2 ამპერის სიძლიერით (დარტყმის მაქს. ძალა, როცა ადამიანს თავად, დამოუკიდებლად შეუძლია ხელი აიღოს კონტაქტიდან – 0.01 ამპერია), 1-3 წამში მოხდება სუნთქვის პარალიჩი, გულის მუშაობა ჩერდება, შესაბამისად – დგება სიკვდილი.
კოღოები: სასიკვდილო დოზა – 500000 ნაკბენი. მდედრ კოღოს, რომელიც იწონის საშუალოდ 2.6 მილიგრამს, შეუძლია ამოწოვოს თავის წონაზე 2-ჯერ მეტი სისხლი – 5 მილიგრამი. ადამიანმა ზიანის გარეშე შეიძლება დაკარგოს 15%-მდე სისხლი, მაგრამ ერთდროულად დაკარგვა 2-2.5 ლიტრისა უკვე ითვლება სასიკვდილოდ. მაშასადამე, თუ ზაფხულის არახანგრძლივი სეირნობით ტყეში უფლებას მისცემთ თითქმის ნახევარმილიონ კოღოს გიკბინოთ, ბოდიშით, თქვენ გელით სიკვდილი.
კომენტარი