სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უიტნი ჰიუსტონის ცოლად მოყვანა ბინ ლადენს სურდა

უიტნი ჰიუსტონის მილიონიან თაყვანისმცემელთა შორის მსოფლიოში ნომერ პირველი ტერორისტი უსამა ბინ ლადენიც ყოფილა. იგი მის ხმაზე ჭკუას კარგავდა და უსასრულოდ შეეძლო მოესმინა მისი შესრულებით I will always love you.

უსამა ბინ ლადენის გატაცების შესახებ ფრანგი მწერალი ლოლა ბუფი ჰყვება, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში, რამდენიმე თვის განმავლობაში, მაროკოში პირადად ბინ ლადენის მძევალი იყო. როგორც მწერალი ჰყვება, "ალ ქაიდას“ ლიდერს მომღერლის მეუღლის ბობი ბრაუნის მოკვლაც კი ჰქონდა გადაწყვეტილი, რათა უიტნი მისი ერთ-ერთი ცოლი გამხდარიყო.

მისივე თქმით, ბინ ლადენს უიტნი ყოველთვის მიაჩნდა მუსლიმად, რომელსაც ამერიკულმა კულტურამ "ტვინი გამოურეცხა“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100