სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მდინარე აბაშისწყალში დაკარგული მოზარდის ძებნისას მყვინთავი დაიხრჩო

მარტვილში, სოფელ გოჭკადილში, მდინარე აბაშისწყალში დაკარგული მოზარდის ძებნისას მაშველი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი კერძო მყვინთავი იყო, რომელიც დაკარგული მოზარდის ოჯახმა დაიქირავა.
მოზარდის სამძებრო სამუშაოები გუშინ დაიწყო და ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება. სამძებრო სამუშოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლები არიან ჩართული, ასევე ბათუმიდან ჩაყვანილი მყვინთავები.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, 17 წლის ბიჭის და მყვინთავის სამძებრო სამუშაოებში 40 მაშველი და მყვინთავი მონაწილეობს. მაშველები ადგილზე თბილისიდან და ბათუმიდან ჩავიდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100