"თემქაზე მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშა, რომელიც გარდაიცვალა, ჩემი ნათესავი აღმოჩნდა...მალე ცოლის მოყვანასაც გეგმავდა"
ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტი გაგა ჩაფიძე თემქაზე მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილ მუშაზე შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს და ნახეთ, რას წერს ფეისბუქზე:
"თემქაზე მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ჩემი ნათესავი აღმოჩნდა...
რამდენიმე დღის წინ ვნახეთ ერთმანეთი, გულიანი კაცი იყო გიორგი. მალე ცოლის მოყვანასაც გეგმავდა თუმცა ამ ქვეყანაში, იოტისოდენა მანძილზეც არ ხარ დაცული, მითუმეტეს სიკვდილისგან...
ჩვენ კი ვწეროთ და ვიკითხოთ ქმედით შრომის ინსპექციაზე, სამშენებლო ნორმების უზრუნველყოფაზე, გაქსუებულ ჩინოვნიკებს მაინც ფეხზე ჰკიდიათ. ჩალის ფასზე იაფად მიაჩნიათ მსგავსი მოწყვლადი ჯგუფების სიცოცხლე...
მძიმეა, ჩემთვის გიორგიზე ამ ფორმით საუბარი..."
შეგახსენებთ, რომ 18 იანვარს თბილისში თემქაზე მშენებარე კორპუსის მეორე სართულიდან 27 წლის მამაკაცი გადმოვარდა.
შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში ის უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. მას ოპერაცია უტარდება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კომენტარი