ბრიტანელმა მამაკაცებმა გამელოტების პრობლემა გადაჭრეს
სტატისტიკით ცნობილია, რომ ბრიტანელი მამაკაცებიდან 10 მილიონზე მეტი თმების ცვენისგან იტანჯება, ზოგადად კი, მამაკაცს გამელოტების პერსპექტივა, თურმე, იმაზე მეტად აშინებს, ვიდრე იმის მოლოდინი, რომ შესაძლოა ცხოვრებაში ვერ შეხვდეს მისთვის იდეალურ ქალს...
ჰოდა, მელოტებმაც იფიქრეს და გამოსავალი მოძებნეს. ყოველ შემთხვევაში, დიდ ბრიტანეთში, ნამდვილად იპოვეს: გამელოტებულ თავზე შავი (ან სხვა) ფერის თმის... ტატუ - ამ ტატუირების შემდეგ მამაკაცები ისე გამოიყურებიან, თითქოს თავი სულ ცოტა ხნის წინ გადაიპარსეს და თმები ამოსდით...
ეს უწყინარი „ხრიკი“ ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდე თმების გადანერგვა: ტატუირება 3.000 დოლარამდე დაგიჯდებათ, თმების გადანერგვა კი დიდ ბრიტანეთში 30.000 დოლარამდე ღირს.
კომენტარი