სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფეთქებები ბელბეკსა და ქერჩთან - რა ხდება რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმში - ვითარება საომარ ზონაში, რომელსაც რუსეთში "დივერსიას" უწოდებენ, უკრაინელები კი მათ აფრთხილებენ, რომ "მოწევა კლავს"

ხან­ძრე­ბი­სა და აფეთ­ქე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა რუ­სეთ­სა და რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გან­თავ­სე­ბულ რუ­სულ სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტებ­ზე მა­ტუ­ლობს. რუ­სეთ­ში, ბელ­გო­რო­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში, უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან მდე­ბა­რე ორ სო­ფელ­ში მა­სა­ლის სა­ცავ­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შემ­დეგ, მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. "სა­ზღვრი­დან 50 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე სო­ფელ ტი­მო­ნო­ვის მახ­ლობ­ლად საბ­რძო­ლო მა­სა­ლის სა­ცავს ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა", - გა­ნა­ცხა­და რე­გი­ო­ნის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ვი­ა­ჩეს­ლავ გლად­კოვ­მა და დას­ძი­ნა, რომ ხან­ძარს მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია. გარ­და ამი­სა, სულ მცი­რე, ოთხი აფეთ­ქე­ბა მოხ­და ბელ­ბე­კის მთა­ვარ სა­ა­ვი­ა­ციო ბა­ზას­თან, სე­ვას­ტო­პო­ლის ჩრდი­ლო­ე­თით, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე. სე­ვას­ტო­პო­ლის პრო­რუს­მა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა მი­ხა­ილ რაზ­ვოჟა­ევ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ აფეთ­ქე­ბე­ბის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა და ზი­ა­ნი არა­ვის მი­უ­ღია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100