მიხეილ სააკაშვილი ახალ წელს ჯარისკაცებთან ერთად, ადლიის ბაზაზე შეხვდა (ფოტო+ვიდეო)
საქართველოს პრეზიდენტი ახალ, 2012 წელს ადლიის სამხედრო ბაზაზე, ცალკეული ქვეითი მსუბუქი ბატალიონის ჯარისკაცებთან ერთად შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მათ დღესასწაული მიულოცა და პირადი ბედნიერება, მხნეობა, გამძლეობა და გამარჯვება უსურვა.
საქართველოს პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ქართველი ერისთვის საქართველოს თითოეული ჯარისკაცი საამაყოა. მიხეილ სააკაშვილმა საუბრისას ის სამხედრო მოსამსახურეები გაიხსენა, რომლებიც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში და ავღანეთში, სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაიღუპნენ.
პრეზიდენტის განცხადებით, მათი ხსოვნის წინაშე ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია და მომავალ წელს იმედით უნდა შევხვდეთ, რათა საქართველო ბოლომდე დავაყენოთ ფეხზე.
კომენტარი