სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტმა აჭარაში სასტუმრო „რედისონ ბლუ“ გახსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს „რედისონ ბლუც“ შეემატა. ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ბათუმში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზეიმოდ გახსნა. 168 ოთახი, ღია და დახურული აუზები, ორი რესტორანი და უმაღლესი დონის მომსახურება – 19-სართულიანი შენობა ძველი ბულვარის ტერიტორიაზე აშენდა. სასტუმროს გახსნის გრანდიოზულ ცერემონიას, ვიზიტორებთან ერთად, სპეციალურად მოწვეული სტუმრებიც დაესწრნენ, მათ შორის იყო ლეგენდარული მოთხილამურე ალბერტო ტომბა. უახლოეს მომავალში, აჭარაში სხვა ცნობილი ბრენდების სასტუმროების მშენებლობაც იგეგმება. შეგახსენებთ, რომ ერთი თვეა რაც ბათუმში ტურისტული სეზონი გაიხსნა, სასტუმროს ნომერთა უმრავლესობა კი, ამ დროისთვის, უკვე დაკავებულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100