სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე ებრძვის დავით უსუფაშვილი პარლამენტარების მიერ სხდომების გაცდენის ფაქტებს

„არა მგონია პარლამენტის წევრები და ჩვენი ოჯახის წევრები რაიმეთი განსხვავდებიან სხვა საჯარო მოხელის და მათი ოჯახის წევრებისგან“ - დავით უსუფაშვილი პარლამენტის რეგლამენტიდან „ოჯახური მდგომარეობის“, როგორც სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზის ამოღების ინიციატივით გამოვიდა.

-„მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ერთ კონკრეტულ საკითხზე, ჩვენი რეგლამენტით განსაზღვრულია, რომ პარლამენტის წვერს შეუძლია სხდომა გააცდინოს და ეს ჩაითვალოს საპატიო მიზეზად თუ ოჯახური მდგომარეობის გამო ის ვერ ახერხებს სხდომაზე დასწრებას. ოჯახური მდგომარეობა მოგეხსენებათ არის ძალიან სერიოზული თემა, ყველასთვის ძალიან მგრძნობიარე, მაგრამ აქ რამოდენიმე თემაა. პირველი ის, რომ არა მგონია პარლამენტის წევრები და ჩვენი ოჯახის წევრები რაიმეთი განსხვავდებიან სხვა საჯარო მოხელის და მათი ოჯახის წევრებისგან და თუ სხვა შემთხვევაში ოჯახური პირობების გამო სამსახურის გაცდენა არ ითვლება საპატიო გაცდენად, გარდა უიშვიათესი შემთხვევებისა, მაშინ არ მგონია, რომ სწორი იყოს პარლამენტის წევრებს ქონდეს ეს პრივილეგია“.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მან ამოწერა ათი დეპუტატის სია, რომლებიც ყველაზე ხშირად აცდენენ სხდომებს „ოჯახური მდგომარეობის საფუძველზე“ და სტატისტიკური მონაცემები ძალიან მძიმეა, ვინაიდან ზოგიერთ დეპუტატს სამოცი და მეტი სხდომა აქვს გაცდენილი, რაც ფაქტიურად წელიწადნახევარია.

„აქ მემგონი სიტყვები უბრალოდ უადგილოა , იმიტომ, რომ თუ ასეა საქმე მაშინ უნდა ჩვენ ვიყოთ მათთან, ჩვენს კოლეგებთან. ასეთი გაჭირვება თუ აქ ვინმეს, ან თუ ასეთი სიხარული აქვს ვინმეს ორი წლის განმავლობაში ყოველდღე ოჯახში. და მე მესმის, რომ ჩემი სიტყვები ცოტა არ იყოს ცინიკურად ჟღერს და თან ისეთ მგრძნობიარე თემაზე, როგორიც თითოეული ჩვენგანის ოჯახია და ოჯახური მდგომარეობაა, მაგრამ როგორ ჟღერს ეს ციფრები და რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი .. მემგონი აქ უბრალოდ სიტყვებით ძნელია ამისი აღწერა. ამიტომ მე მინდა ვთხოვო საპროცედურო კომიტეტს , რომ კონკრეტულად ეს საკითხი, ეხლა რეგლამენტში ცვლილებები ჩვენ ძალიან ბევრ თემაზე გვაქვს დაგეგმილი, მაგრამ სხვა საკითხებისგან სრულიად დამოუკიდებლად მე მოგმართავთ , რომ ეს საფუძველი როგორც სხდომის გაცდენის საპატიო საფუძველი ოჯახური მდგომარეობა, იქნეს ამოღებული პარლამენტის რეგლამენტიდან“ -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100