სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეკა ზღულაძე და ზურაბ ადეიშვილი, შესაძლოა, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წევრები გახდნენ

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის რადას ტრიბუნიდან დეპუტატებს მინისტრთა კაბინეტში უცხოელებისთვის თანამდებობის დაკავების უფლების მინიჭება, ხოლო ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად უცხოელი პროფესიონალის დანიშვნა შესთავაზა. “ლიგა.ნეტ”-ის ინფორმაციით, კონკრეტული გვარების შესახებ “პეტრო პოროშენკოს ბლოკში” არავინ საუბრობს, მაგრამ არაოფიციალურად საუბრობენ, რომ მინისტრთა კაბინეტში თანამდებობებზე შესაძლოა, ოთხი-ხუთი უცხოელი დაინიშნოს.

გამოცემისთვის ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის პოსტზე უკრაინული ფესვების მქონე ამერიკელის ნატალია იარესკოს დანიშვნა იგეგმება. შს მინისტრის პირველ მოადგილედ საქართველოს შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის ეკატერინე ზღულაძის კანდიდატურა განიხილება; სააკაშვილის მთავრობის იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს კი უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობა შესთავაზეს. იგეგმება კიდევ ერთი პოსტის – ბიზნესომბუდსმენის შექმნა, რომლის ხელმძღვანელობა საქართველოს ექსპრემიერმინისტრ ნიკოლოზ გილაურს შესთავაზეს, თუმცა, მან ამ პოსტზე უარი განაცხადა.
გამოცემა ერთ-ერთ უკრაინელ დეპუტატზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დრომდე უცხოეთის მოქალაქეების მინისტრთა კაბინეტის წევრებად შესაძლო დანიშვნის შესახებ ინიციატივა გასაიდუმლოებული იყო. თავად “პეტრო პოროშენკოს ბლოკის” წევრებმაც აღნიშნული იდეის შესახებ მხოლოდ 26 ნოემბერს შეიტყვეს.
აღნიშნულ ინფორმაციას “ლიგა.ნეტ”-ი ადგილობრივი დროით 18.00 საათზე ავრცელებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100