სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

750 ტონა ცხენის ხორცი ევროპის 13 ქვეყანაში საქონლის ხორცად გასაღდა

ევროპის 13 ქვეყანაში საქონლის ხორცად 750 ტონა გაყინული ცხენის ხორცი გასაღდა. ამის შესახებ "ესოშიეითედ პრესი" იუწყება.
საფრანგეთში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ფრანგული ხორცით მოვაჭრე უმსხვილესი კომპანია სპანგერო" ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რუმინეთიდან საქონლის ხორცთან ერთად ცხენის ხორცსაც იძენდა. შემდეგ კი მის რეალიზაციას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ახდენდა და მას საქონლის ხორცად ასაღებდა. თავის მხრივ, "სპანგერო" უარყოფს ბრალდებას.

საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდა ჰოლანდიაშიც, სადაც მსგავსი დანაშაულისთვის კომპანია “დრააფი" დაადანაშაულეს. თუმცა, ეს უკანასკნელი ბრალდებას უარყოფს.
მედიკოსთა განცხადებით, ცხენის ხორცი საჭმელად ვარგისია, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა მომხმარებელს ეყიდა ის ხორცი, რომელსაც თავის დროზე ფენილბუტაზონი – ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო პრეპარატი აქვს გაკეთებული.
"ხორცის სკანდალი" ევროპაში მას შემდეგ აგორდა, რაც ცოტა ხნის წინ ინგლისისა და ირლანდიის სუპერმარკეტების დახლებზე ცხენის ხორცი აღმოაჩინეს. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა გერმანიაში, ესპანეთში, კვიპროსში, ლუქსემბურგში, რუმინეთში, საფრანგეთსა და შვედეთში.
ამ ეტაპზე საქმეზე გამოძიებას ევროპოლი აწარმოებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100