სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ილია II: ვიმედოვნებ საქართველოს მომავალი ღვთისმშობლის მფარველობით მშვიდობიანი იქნება

სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ტრადიციულად, ყოველკვირეული წირვა აღავლინა და იქადაგა.

პატრიარქი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი ღვთისმშობლის მფარველობით მშვიდობიანი იქნება.

როგორც ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში ბრძანა, ყველა ადამიანს გააჩნია თავისი ცხოვრების გზა და ყველა ბედნიერებას ეძებს, თუმცა ზოგიერთს არ ესმის სად არის ბედნიერება. უწმინდესისა და უნეტარესის თქმით, ხშირად ადამიანები ბედნიერებას იქ ეძებენ, სადაც ის არ არის და ყურადღებას არ აქცევენ იმას, რაც აუცილებელია.

ილია მეორემ ისიც აღნიშნა, რომ ადამიანი და სამშობლო მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული.

ქადაგების ბოლოს პატრიარქმა 15-მდე სასულიერო პირი დააჯილდოვა. ასევე, კლინიკა "მეგსის" პაციენტები და სამედიცინო პერსონალი დალოცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100