ტოტალიზატორების მიმართ დაბეგვრის წესი შეიცვლება
უახლოეს მომავალში ტოტალიზატორები, შესაძლოა, ბრუნვის მიხედვით დაიბეგროს. ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა ღიად განაცხადა, რომ ამ დროისათვის ამუშავებენ საერთაშორისო გამოცდილებას და დაბეგვრის რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. მათ შორის ერთ-ერთი ყველა ტოტალიზატორისთვის ბრუნვის ხუთი პროცენტის დაწესებაა.
ფგდფგჰგფ
ფგდფგჰგფ
კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, ტოტალიზატორები, გარდა იმისა, რომ არ იხდიდნენ გადასახადებს, საქართველოს მოქალაქეების წაგებული თანხებიდან ზრდიდნენ საკუთარ შემოსავლებს და ბიუჯეტს თანხას უმალავდნენ, რაც მათ მდგომარეობას მორალურად ამძიმებს.
ფგდფგჰგფ
ფგდფგჰგფ
მოქმედი საგადასახადო კოდექსით, სანებართვო მოსაკრებლის წლიური ოდენობა ტოტალიზატორის მოწყობისთვის დიდ ქალაქებში 30 ათასი ლარია, სხვა ტერიტორიებზე - 20 ათასი. წამახალისებელი გათამაშების, ლოტოს და ბინგოს მოწყობაზე ლიცენზიის ღირებულება 15 ათასი ლარია.
ფგდფგჰგფ
ფგდფგჰგფ
გუშინ, ცნობილი გახდა, რომ შემოსავლების სამსახურმა, შემოწმების შედეგად, საქართველოს 136 ტოტალიზატორი 53 მილიონი ლარით დააჯარიმა. დადგინდა, რომ ტოტალიზატორების ერთობლივი შემოსავალი შემოწმების პერიოდში 280 მილიონ ლარზე მეტი იყო, თუმცა, ოფიციალურად მხოლოდ 47 მილიონის დეკლარირება მოახდინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, ტოტალიზატორების ფინანსური შემოწმების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების დამალვის ფაქტები გამოაქვეყნა.
ფგდფგჰგფ
ფგდფგჰგფ
როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სამსახურის რეგიონული ცენტრის უფროსის მოადგილემ ვასილ გედევანიშვილმა განაცხადა, გადასახადების დამალვის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტმა დაახლოებით 230 მლნ ლარი იზარალა.
ფგდფგჰგფ
ფგდფგჰგფ
შემოსავლების სამსახურის მიერ 136 ტოტალიზატორის ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ტოტალიზატორებმა აღნიშნულ პერიოდში 280 მლნ ლარის მოგება ნახეს, თუმცა, აქედან მხოლოდ 47 მლნ იყო დეკლარირებული. გაირკვა, რომ ტოტალიზატორების მფლობელები ბილეთებს ხელზე ჰყიდდნენ, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს ათეულობით მილიონი ლარი აზარალეს. ასევე შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს მოქალაქეებმა ტოტალიზატორებში 200 მლნ ლარზე მეტი წააგეს.
ფგდფგჰგფ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ტოტალიზატორების მასობრივი შემოწმება მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო.
ფგდფგჰგფ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ტოტალიზატორების მასობრივი შემოწმება მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო.
ფგდფგჰგფ
რაც შეეხება იმას, თუ რა მიზეზით მოხვდნენ ტოტალიზატორები შესამოწმებელ ობიექტთა სიაში, როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი ცხაკაიამ განმარტა, სათამაშო ობიექტები სპეციალური კომპიუტერული პროგრამით შეირჩნენ, რომელიც გადასახადების დამალვის რისკებს განსაზღვრავს.
შემოსავლების სამსახურმა ამ სპეციალური, გადასახადების დამალვის რისკების განმსაზღვრელი პროგრამით 50 კომპანია შეამოწმა, რომელთაგან 37 ტოტალიზატორი იყო. სწორედ ამიტომ თბილისის ყველა ტოტალიზატორის შემოწმება გადაწყდა.
კომენტარი