სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთადერთი გამოსავალი არის დინამიური ცვილილებები კეთილდღეობისთვის - ბადრი ჯაფარიძე პარტიის “ლელო საქართველოსთვის”

საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე საბურთალოზე ბალანჩივაძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ჯაფარიძე მოსახლეობას არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრა და აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიის ხედვები გააცნო.
“შეხვედრა გვქონდა ჩემს ამომრჩევლებთან, სადაც ვისაუბრეთ იმ მდგომარეობაზე, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. რაც მთავარია, ასევე, ვისაუბრეთ გამოსავლის გზებზე და იმაზე, რომ ყველა უნდა მოვიდეს 31 ოქტომბერს და ხმა მისცეს თავისი ქვეყნის მომავალს. ჩვენ უნდა დავიწყოთ ქვეყნის იმ მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა, რომელშიც “ქართული ოცნების” მიერ აღმოჩნდა. ეს შეხვედრები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ინფორმაციული და ენერგიის მომცემია. მე ვგრძნობ ძალიან დიდ მხარდამჭერას და ჩვენ ამ ყველაფერს 31 ოქტომბერს დავაგვრიგვინებთ”,- აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, შეხვედრაზე ბადრი ჯაფარიძემ მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
“ბადრი ჯაფარიძე მოვიწვიეთ ჩვენ, რადგან ამ პიროვნებით აღფრთოვანებული ვარ. ეს ადამიანი არის იმედის მომცემი და არ იძლევა ფუჭ დაპირებას. მასში არის სიმართლე და მომავლის იმედი. მე მჯერა მისი და ჩემი მესიჯია, რომ მოვუსმინოთ მას და მივცეთ ხმა”- განაცხადა პარტიის მხარდამჭერმა თეონა როშნიაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100