ელექტრონული კომერცია და კორონავირუსი
2020 წლის იანვრის შუა რიცხვებში, მსოფლიოს მოსახლეობამ ახალი ვირუსის - COVID 19-ის შესახებ ინფორმაცია სანდო წყაროსგან დადასტურებულად, ოფიციალურად მიიღო. რამოდენიმე დღეში, მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიები, გამომცემლობები აქტიურად ალაპარაკდნენ გარდაცვლილთა რაოდენობაზე, რამაც მოსახლეობაში ნელ-ნელა პანიკა წარმოშვა. ინტერნეტ სივრცე მოიცვა ფოტოებმა, ვიდეოებმა, სადაც ჩანდა სუპერმარკეტების დაცარიელებული დახლები, რამოდენიმე მეტრიანი რიგები მაღაზიებში, დაცარიელებული ქალაქის ქუჩები და ა.შ. პანიკის ფონზე, ხალხმა მასუირად დაიწყო საკვები პროდუქტების მომარაგება. აქვე, ინტერნეტ მაღაზიებიც გააქტიურდნენ, ვინაიდან, არსებითად გაიზარდა ისეთ ჰიგიენურ საშუალებებზე მოთხოვნა, რომლებიც ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა მომხმარებლებში. ინტერნეტ მაღაზიებში, ფაქტობრივად, მოხდა პროდუქციის გადახარისხება და გაყიდვების მაჩვენებლით, წინ წამოიწია ისეთმა ნივთებმა, რომლებსაც აქამდე ნაკლებად იწერდნენ.
მოთხოვნა გაიზარდა ისეთ მეორეხარისხოვან ნივთებზე, როგორიცაა: სახის ნიღბები, წყლის ბოთლები, ხელთათმანები, სარეცხი საშუალებები და ა.შ. თუმცა, ვარაუდობენ, რომ საბოლოო ჯამში, კორონავირუსი უარყოფითად იმოქმედებს 2020 წლის მთლიან შემოსავალზე, ხოლო ვირუსის გრძელვადიანი ზემოქმედება ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. საცალო ვაჭრობა, რომელიც აწარმოებს ან აწვდის მომხმარებელს საქონელს ჩინეთიდან, დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდა. ვინაიდან, არ იციან, როგორ იმოქმედებს ეს მათი მიწოდების ჯაჭვზე, ან - პროდუქტების მოთხოვნაზე. არსებული სიტუაციის მიუხედავად, ონლაინ მაღაზია isurve.ge ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და სურვილის შემთხვევაში, შეძენილ ნებისმიერ ნივთს სრულიად უფასოდ მოგაწვდიან სახლში.
გაყიდვების ზრდა ჯანმრთელობის პროდუქტებზე
წინა
წლებთან შედარებით, 2020 წლის დასაწყისში, ონლაინ გაყიდვების მაჩვენებელი ჯანრთელობის
პროდუქტებზე 52%-ით გაიზარდა,
ხოლო ონლაინ მომხმარებელთა რიცხვი - 8,8%-ით. მატება შესამჩნევი გახდა კორნავივირუსის დაწყების დღიდანვე.
საიტების ძიების პროვაიდერმა Bloomreach-მა გამოიძია ზრდის ეს მაჩვენებელი, რომლის თანახმადაც,
ონლაინ გაყიდვები 22–29 თებერვლის კვირის განმავლობაში უკვე საგრძნობლად იზრდებოდა. უშუალოდ სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:
წინა კვირასთან შედარებით, 590%-ით გაიზარდა ნიღბების გაყიდვა;
ხელების გამაჯანსაღებლის გაყიდვა 420%-ით;
ტილოების გაყიდვა 184%-ით;
სადეზინფექციო საშუალებების გაყიდვა
178%-ით;
ხელთათმანების გაყიდა 151%-ით;
წყლის ბოთლის გაყიდვა 78%-ით;
ვიტამინების გაყიდვა 78%-ით;
ქსოვილების გაყიდვა 43%-ით;
ხელით საპნის გაყიდვა 33%-ით;
ტუალეტის ქაღალდისა და ქაღალდის პირსახოცების გაყიდვამ 26% შეადგინა.
კოროვირუსული ამბების გავრცელების შემდეგ, საცალო ვაჭრობის დახმარებით, ნიღბები სხვადასხვა ფერებსა და სტილში იყიდება, რომელსაც მომხმარებლები ვირუსებთან საბრძოლველად და მიკრობების გავრცელების თავიდან ასაცილებლად იყენებენ.
Debrief Me-ს კომპანია თავის
წარმოებულ ნიღბებს DebriefMe.com-ზე Amazon.com-ის დახმარებით ყიდის. კომპანიაში ამბობენ, რომ მათი გაყიდვების მაჩვენებელი 10-ჯერ გაიზარდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის საფრთხის
შესახებ გახდა ცნობილი. Debrief Me ასევე აპირებს გააფართოვოს თავისი ნიღბის ხაზი და გაზარდოს მათი რაოდენობა დიდი ყუთების
სახით.
მიუხედავად იმისა, რომ ვირუსმა დიდი დარტყმა მიაყენა ჩინეთს და, ფაქტობრივად, ყველა დიდი საწარმოები დაიხურა, ამან არსებითი გავლენა იქონია ელექტრონულ კომერციაზეც.
თუმცა, ინტერნეტ მაღაზია isurve.ge ისევ აქტიურად აგრძელებს მომხმარებლებისთვის დახმარების გაწევას და საიტიდან ნებისმიერი ნივთის შეძენის შემთხვევაში, სრულიად უფასო, სახლში მიტანის სერვისით ისარგებლებთ. ასე, რომ თუკი სურვილი გაქვთ ახალი პროდუქციის შეძენის, ისურვეს თითოეული გუნდის წევრი მზადაა ოპერატიულად მოგაწოდოთ ნივთი.
რაც შეეხება კორონავირუსისგან გამოწვეულ ზარალს,
რა შედეგებს მოიტანს არსებული მდგომარეობა, როგორ აღდგება სავაჭრო ჯაჭვი
ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ როგორც ვხედავთ, გარკვეულმა კომპანიებმა საკმაოდ
კარგად შესძლეს სათავისოდ გამოეყენებინათ COVID 19-სგან გამოწვეული მძიმე
სიტუაცია.
კომენტარი