იტალიის საუკეთესო ჰემატოლოგები „ნიუ ჰოსპიტალსში“ უფასო კონსულტაციებს გამართავენ
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, 10-11 სექტემბერს უფასო კონსულტაციები გაიმართება.
პაციენტებს
ქართველ ექიმებთან ერთად უფასოდ მიიღებენ ვერონას საუნივერსიტეტო კლინიკის
(Azienda Ospedaliera Universitaria Integrata Verona) ექიმები - ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიისა
და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, სიმონე ჩეზარო
MD, PhD და ამავე კლინიკის მოზრდილთა ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის
ცენტრის პროფესორი, კრისტინა ტეკიო MD, PhD.
უფასო
კონსულტაცია ჩაუტარდებათ შემდეგი ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური პათოლოგიების
მქონე პაციენტებს:
·
ანემიები
·
თრომბოციტოპენიური პურპურა
·
კოაგულოპათიები
·
თალასემიები
·
მედიკამენტოზური პანციტოპენია
·
მწვავე და ქრონიკული ლეიკემიები
·
ლიმფომები და სოლიდური სიმსივნეები
·
ასევე, პაციენტებს, რომელთაც ესაჭიროებათ
ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია
უფასო
კონსულტაციაზე ჩასაწერად, პაციენტები უნდა დაუკავშირდნენ ნიუ ჰოსპიტალსის ქოლ-ცენტრს,
ნომერი 2 190 190.
„ნიუ
ჰოსპიტალსის“ ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი, რომელიც
სექტემბერში გაიხსნება, უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურით და დაკომპლექტებულია საუკეთესო
ჰემატოლოგებით. ცენტრს, საქართველოს სისხლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაციის
პრეზიდენტი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჰემატოლოგი - თამარ კვაჭაძე უხელმძღვანელებს.
ძვლის
ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების
მკურნალობის ეფექტური მეთოდია, რომელიც დაზიანებული უჯრედების მოცილებას და მათი ახალი,
ჯანმრთელი უჯრედული მასით ჩანაცვლებას გულისხმობს. ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის
ტრანსპლანტაციის ცენტრში, მკურნალობა შესაძლოა ჩაუტარდეთ ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური
პათოლოგიების მქონე პაციენტებს, კერძოდ ვისაც აწუხებთ ანემიები, თრომბოციტოპენიური
პურპურა, კოაგულოპათიები, თალასემიები, მედიკამენტოზური პანციტოპენია, მწვავე და ქრონიკული
ლეიკემიები, ლიმფომები და სოლიდური სიმსივნეები; ასევე, პაციენტებს, რომელთაც ესაჭიროებათ
ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია.
კომენტარი