ჩხუბი კოჯრის სამხედრო ნაწილში - სისხლიანი დაპირისპირების დროს დაჭრილ 2 ჯარისკაცს ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში ჰქონდათ მიყენებული
კოჯრის
სამხედრო ნაწილში
სამხედრო მოსამსახურეებს
შორის ჩხუბის
შედეგად 5 ჯარისკაცი
დაშავდა, მათგან
2 დაიჭრა.
ინციდენტს წინ
სიტყვიერი შელაპარაკება
უძღოდა. ჯარისკაცებს
ჭრილობები ცივი
იარაღით აქვთ
მიყენებული.
ორიოვე
დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ გუშინ გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდათ. ჯარისკაცებს ნაკვეთი ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში აქვთ მიყენებული. ამ დრომდე ერთი ინგოროყვას კლინიკაში, მეორე კი ამტელ ჰოსპიტალში რჩება. მათთან ერთად სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა 3 დაშავებულ სამხედრო მოსამსახურესაც. ორი მათგანი კლინიკიდან მალევე გაწერეს.
"იყო
მუცლის შემავალი ჭრილობა, რომელიც გადავიდა საოპერაციო ბლოკში. ამ ეტაპზე ოპერაცია დასრულებულია და პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. 2 პაციენტი შემოვიდა თვითდინებით, ერთს აღენიშნებოდა ყურის მცირე ზომის ჭრილობა და მეორეს თავის სკალპის მიდამოებში ჰქონდა ჭრილობა. ცეცხლსასროლი არ არის, სავარაუდოდ ცივი იარაღია,"-აცხადებს ექიმი უჩა ციხიშვილი.
კომენტარი