სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეკატერინე ფანგანი მარიტა რატიანზე: ზოგადად, როცა რაღაცის დაწვა გინდა და გიხარია, ჩემი აზრით, ფსიქოლიგიური პრობლემები გაქვს

ეკატერინე ფანგანი მარიტა რატიანის ნათქვამმა გააღიზიანა და ნახეთ რას წერს:

ზოგადად, როცა რაღაცის დაწვა გინდა და გიხარია, ჩემი აზრით, ფსიქოლიგიური პრობლემები გაქვს.. ან მამადავითმა რა დაუშავა,ნეტა, ასეთი ?! სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ათეისტობას ამოფარებული ბოროტი ადამიანია.. (ამ ქალს არ ვიცნობ და არ მინდა ვაკადრო რომ ბოროტია, მაგრამ მისმა პოსტმა ეს აზრი გამიჩინა). არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, რა მრწამსი, სქესი, სოც. მდგომარეობა, ორიენტაცია და სხვ. გაქვს, როცა შუა ქალაქში იწვის ნებისმიერი შენობა, ნებისმიერი დაწესებულება, ნებისმიერი რელიგიის ტაძარი ან კულტურული ძეგლი და ამაზე ფიქრობ, გიხარია და, თურმე, ოცნებობ კიდეც, მგონი ძალიან "არაკარგად" ხარ.. მამადავითი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ადგილია თბილისში, თავისი სილამაზით, ისტორიით, ხედით და იქ გატარებული სკოლის პერიოდით, და, საერთოდ, ვთვლი, რომ მთაწმინდის გარეშე თბილისი, თბილისი არ იქნებოდა.. ეეჰ, რა კარგი იქნება ყველაფრის სიყვარული რომ ვიცოდეთ, და, ზოგადად, სიყვარულით ვცხოვრობდეთ..

შეგახსენებთ, რომ „გირჩის“ წევრამ ამრიტა რატიანმა მთაწმინდაზე ხანძრისას ასეთი რამ დაწერა სოციალურ ქსელში:

ჩემი სახლიდან, ჩემი მაგიდიდან, კიდევ უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, პირდაპირ ჩანს მთაწმინდა.
(არაერთხელ მიახლებია მტკიცებულება ფოტოს სახით).
მოვდიოდი სახლში და მეთქი ფანჯრიდან დავინახავ, რა ხდება.
ერთი მომენტი, ვიფიქრე, რომ ნეტაი მამადავითი დაიწვებოდეს, საინტერესო პრეცედენტი დადგებოდა.
მერე ვიფიქრე, რომ არა, რამდენიმე კარგი ადამიანის საფლავი მიყვებოდა.
მერე ვიფიქრე, რომ ამ საფლავებს და მატერიალურ ხელშესახებელს რატომ ვცემთ ამდენ პატივს, ნუთუ ჩვენთვის ადამიანი ჩვენსავე ფიქრებში უფრო ძვირფასი და ფასეული არ არის, ვიდრე ის ადგილი, თუ სად არის ჩაფლული?
(მე, პირადად, მინდა კრემაცია გამიკეთონ, არ მსურს თუნდაც რამდენიმე კვადრატული მიწა დავკარგო ჩემი მკვდარი სხეულის შესანახად).
მერე ვიფიქრე, რომ კიდევ უფრო არა, სახელმწიფო თავს მოიკლავდა და უფრო დიდ ეკლესიას ააშენებდა იქ.
მოვედი სახლში და ხანძარი ან ჩამქრალია, ან მთაწმინდის მთის სხვა კალთაზეა.
ჩემი ფიქრები გფარავდეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100