სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გამარჯვება საკუთარ თავზე და შიშებზე" - თათია სამხარაძე გაყინულ ჩანჩქერზე ავიდა და ნახეთ, რას წერს

თათია სამხარაძე გაყინულ ჩანჩქერზე ავიდა და ნახეთ, რას წერს:

გაყინულ ჩანჩქერამდე, ხეობაში, თოვლით დაფარულ, საცალფეხო ბილიკს მიუყვები.

აქ, ყველა ნაბიჯზე იმდენს ფიქრობ, რამდენიც ალბათ არც ერთ, ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებაზე არ გიფიქრია. ყველა ნაბიჯი მყარი უნდა იყოს, უნდა გადადგა და კარგად დარწმუნდე რომ, წონასწორობის გადატანის შემდეგ არ ასრიალდები და ყინულოვან მდინარეში არ აღმოჩნდები. აქ ყველა ნაბიჯის სიმყარე შენი სიცოცხლის გარანტია.
მიდიხარ და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გაქვს. ფეხებს და ხელებს ვერ გრძნობ, მაგრამ კარგად გრძნობ საკუთარ გულისცემას, რომელიც სისხლში მოჭარბებული ადრენალინით არის განპირობებული.
დასვენებისთვის ცოტა დროა, ერთ ადგილზე გაჩერება აუცილებლად გამოიწვევს კიდურების წვას, ამიტომ უნდა იმოძრაო. აქ გაჩერება ტკივილის ტოლფასია.
მხოლოდ აქ შეიძლება მიხვდე რომ, ცხელი ჩაი ოქროზე უფრო ძვირფასი შეიძლება იყოს. საჭმელი კი საშინლად გემრიელი.
წრიაპებს ხელში აიღებ და ხვდები რომ, საკუთარი სხეული ყინულზე გაყინული ხელების ხარჯზე უნდა აზიდო. სულ ზევით და მერე კიდევ უფრო ზევით... მოქნეული და ყინულში მყარად გაჭედილი წრიაპი შენი წინსვლის აუცილებელი წინაპირობაა. მალევე ხვდები რომ
მეტის ძალა აღარ გაქვს, ხელები აღარ გემორჩილება, ფეხის ყველა კუნთი ერთად გიცხადებს პროტესტს და მხოლოდ საკუთარი ფიქრის და მოტივაციის ძალით ზიდავ მძიმე სხეულს.
ასვლაზე მეტად, ჩამოსვლა
გამიჭირდა. აღმოვაჩინე რომ თურმე სიმაღლის შიში და მაღალი წნევა ერთად, იმაზე მეტად გახვევს თავბრუს ვიდრე, პირველი სიყვარულის გააზრება ბავშვობაში.
მიწაზე დაბრუნება ნამდვილი ზეიმი და გამარჯვებაა. გამარჯვება საკუთარ თავზე და შიშებზე.
ცხელი ჩაი, ახლა კიდევ უფრო ცხელი და გემრიელია. საჭმელი
უკვე გაყინული, მაგრამ წამითაც არ ფიქრობ უარი თქვა მის დაგემოვნებაზე.
უკან ისევ საცალფეხო ბილიკია, ისევ თოვლის ჭრიალი და ბევრი ფიქრი. შენი სიცოცხლე ისევ საკუთარი ნაბიჯის სიმყარეზე დგას, მაგრამ უკან დაბრუნელი უკვე აღარასდროს
იქნები ისეთი, როგორიც წრიაპის პირველ მოქმევამდე იყავი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100