"ქართველმა ხალხმა არ იცის არც ღრმა სიყვარული, არც ღრმა ..."
“სქართველმა ხალხმა არ იცის არც ღრმა სიყვარული, არც ღრმა იძულვილი. პირველიც და მეორეც მასში თეატრალურია, ეს ინტელექტის სისუსტის ბრალია; უფრო კი ანალიზის უქონლობის.
ამიტომ ჩვენში პრობლემა მეტად იშვიათია საზოგადო, პოლიტიკური და უფრო კი ესთეტიურ სფეროში, რელიგია კი ჩვენ საუკუნეებში არასდროს არ ყოფილა საგნად ღრმა გამოკვლევისა. ფილოსოფიაზე ხომ სულ ზედმეტია ლაპარაკი. ყველაზე ძვირფასი და აუცილებელი საკითხი პატარა ერისათვის – ეროვნული თავისუფლების პრინციპები, ჩვენში განვითარდნენ...
სხვა პატარა ერების პოლიტიკურ და ნაციონალურ პლატფორმების მიბაძვით... მე ვამბობ, რომ ჩვენში არ იყო მედგარი ეროვნული სტიქია, ამიტომ არ იყო არც ერთი სერიოზული აჯანყება თუ არ მივიღებთ მხედველობაში თეთრხელა თავადების შეთქმულებას, ყოვლად უნიადაგოს, უმასსოდ, სუსტს და წუთიერს...
ჩვენში არ არის არც ღრმა სიძულვილი, არც ღრმა სიყვარული, აქედან ანალიტური აზრის უქონლობა. მაშასადამე აშკარაა დებულება, რომ საქართველოში კრიტიკა არ არსებობს, დიდი ადგილი აქვს დათმობილი ხათრს.
ყველა ეს ფუქსავატობა საშინელი თავზარით დაატყდა ქართულ ლიტერატურას, მიიყვანა იგი უკანასკნელ დამბლამდე, და კიდევ ბევრი დროა საჭირო, რომ განიკურნოს სენი, უდარდელობა და სიყალბე.”
.
პაოლო იაშვილი
კომენტარი