სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლადო ვარძელაშვილის მანქანას კვერცხები დაუშინეს, ინგა გრიგოლიას კი საქმე ტელეფონით გაურჩიეს

გუშინ ინგა გრიგოლიას გადაცემის სტუმრებს ტელეკომპანია იმედთან ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეები დახვდნენ. პროტესტის ნიშნად ტელევიზიასთან შეკრებლებმა კვერცხები დაუშინეს ექსმინისტრ ლადო ვარძელაშვილის ავტომობილს.

(იმედის შენობასთან მომხდარი ინციდენტი შეგიძლიათ იხილოთ სტატიაზე მიბმულ ვიდეოში.)

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გადაცემის წამყვანმა ინგა გრიგოლიამაც.

„ეს გადაცემის მსვლელობისას მივარდნები და ტელევიზიის ჭიშკართან მეგაფონით კივილი რა უბედურებაა??? ცოტა ხომ უნდა გაიზარდოს ეს ხალხი.... გუშინ ჩემი რესპოდენტების ნაწილს რომ დახვდნენ ეზოსთან და პათეტიური ყიჟინა დასცეს, კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ერთი ნაბიჯითაც არ იზრდებიან ეს ადამიანები.

p.s-გადაცემის შემდეგ მელორმა მეც დამირეკა და საქმეები მირჩია ,როგორ ვბედავ და არ მომყავს ეთერში. რა ჰქვია ეხლა ამას????“ წერს გრიგოლია

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100