სახის ნიღბები ასპირინით სახლის პირობებში და ფანტასტიკური შედეგი
ყველა ქალს სურს,
თვალისმომჭრელად გამოიყურებოდეს,
მაგრამ სილამაზე
მოვლილი და
ჯანმრთელი კანის
გარეშე წარმოუდგენელია.
იმისათვის,
რომ სახე მოვლილი იყოს, საჭიროა, სწორად მოვუაროთ მას.
გთავაზობთ
ძალიან მარტივ, ხელმისაწვდომ და რაც მთავარია, საოცრად ეფექტურ ასპირინის ნიღბების, ტონიკებისა და სკრაბების რეცეპტს, რომელიც მოუხდება როგორც ასაკოვან კანს, ასევე მოზარდებისასაც,
რომელთაც პრობლემური კანი აქვთ და ხშირად აწუხებთ გამონაყარი.
ასპირინისგან მომზადებული
რამდენიმე ნიღბის
რეცეპტი:
თუ თქვენ გსურთ ცხიმიანი ან კომბინირებული კანის გაწმენდა, აიღეთ 4 აბი ასპირინი, 1 ჩაის კოვზი ზეთი ან გამთბარი თაფლი და 1 სუფრის კოვზი ონკანის წყალი.
ნიღბის მომზადების წესი: პირველ რიგში, დაფხვენით ასპირინის აბები, დაასხით წყალი, შემდეგ დაუმატეთ ზეთი ან თაფლი. დაიდეთ სახეზე ნიღაბი, თითებით გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი, 10 წუთი გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ნებისმიერი
ტიპის კანის გასაწმენდად მოამზადეთ შემდეგი ნიღაბი: 1 სუფრის კოვზ შემთბარ თაფლს შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი წყალი. დადგით მასა ორთქლის აბაზანაზე და როგორც კი ის 40 გრადუსამდე გათბება, დაუმატეთ წინასწარ დაფხვნილი ასპირინის 2 აბი. თუ წყალი და თაფლი ძალიან გაგიცხელდათ ან აგიდუღდათ, თაფლი დაკარგავს თავის სამკურნალო თვისებას. სანამ ნიღაბს სახეზე დაიდებდეთ, კარგად გაიწმინდეთ კანი. შეგიძლიათ ორთქლის აბაზანაც გაიკეთოთ. მას შემდეგ, რაც სახე მზადყოფნაში გექნებათ, დაიდეთ ნიღაბი, 20 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. კვირაში მხოლოდ ერთი ასეთი ნიღაბი და დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი კანი ჯანმრთელი და სუფთა იქნება.
გამონაყრისთვის
და აკნესთვის კარგია შემდეგი ნიღაბი: დაფხვენით 6 აბი ასპირინი, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ. სანამ ნიღაბს სახეზე დაიდებთ, კარგად გაიწმინდეთ კანი, შემდეგ წაისვით ნიღაბი და გაიჩერეთ 10 წუთი. ჩამოიბანეთ სოდიანი წყლით (1 ლ წყალში გახსენით 1 სუფრის კოვზი სოდა).
ნორმალური კანისთვის:
დაფხვენით
2 აბი ასპირინი და შეურიეთ 2 სუფრის კოვზი კეფირი ან იოგურტი. დაიდეთ სახეზე და გაიჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში.
ასპირინის
ტონიკი
ასპირინის
ტონიკი ჩააქრობს კანზე ანთებით პროცესს, ღრმად გაწმენდს კანს და შეკრავს ფორებს.
მისი მომზადება მარტივია: 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი შეურიეთ 8 სუფრის კოვზ მინერალურ წყალს და 5 დაფხვნილ ასპირინს. მიღებული ლოსიონით ყოველდღიურად გაიწმინდეთ კანი. განსაკუთრებით პრობლემური ადგილები დაიმუშავეთ. აღსანიშნავია, რომ ტონიკი არ უხდება მგრძნობიარე კანს, ამიტომაც ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტს.
სახლის პირობებში მომზადებული ეს ტონიკი შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ ერთი თვის განმავლობაში.
კომენტარი