სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ არ არის მიწვეული საქართველოს პრეზიდენტი 26 მაისს დაგეგმილ სამთავრობო ღონისძიებებზე?

26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი მიწვეული არ იქნება, თუმცა როგორც მანანა კობახიძე ამბობს, პრეზიდენტს შეუძლია ნებისმიერ ღონისძიებაზე მივიდეს და სიტყვაც წარმოთქვას:

"პრეზიდენტს აქვს უფლება, ნებისმიერ ღონისძიებაზე მივიდეს, დაესწროს და ხალხს მიმართოს, მას ამას არავინ უკრძალავს", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ "რეზონანსთან" საუბარში.

პოლიტოლოგები თვლიან, რომ მთავრობის გადაწყვეტილება, 26 მაისს აღლუმის ნაცვლად, სახალხო დღესასწაული ჩატარდეს, პრეზიდენტის ჩრდილში მოქცევას ისახავს მიზნად.

"არაა გამორიცხული, რომ პრეზიდენტის ჩრდილქვეშ მოქცევა სურდეთ.არ გამოვრიცხავ შიდაპოლიტიკურ მიზეზებს, რომლის ფარგლებშიც მთავრობა სააკაშვილისთვის სიამოვნების მინიჭებაზე უარს ამბობს",-აცხადებს გაზეთ "რეზონანასთან" საუბრისას პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.

26 მაისი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში სახალხო ზეიმით აღინიშნება. ღონისძიებაზე, შესაძლოა, სამხედრო კომპონენტიც გაითვალისწინონ, სამხედრო აღლუმის ჩატარება კი არ იგეგმება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100