სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისის მხარდაჭერით, ტექნოლოგიური კონფერენცია Tester’s Day 2024 გაიმართება

8-9 სექტემბერს თბილისში თიბისის მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით, საქართველოში პროგრამული ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნება და 2-დღიანი ღონისძიება ჩატარდება.

კონფერენცია შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი უმასპინძლებს, სადაც საქართველოსა და ევროპის წამყვანი კომპანიები და საერთაშორისო სპიკერები მიიღებენ მონაწილეობას.

წელს ტესტერთა დღე 5 წლის ხდება და შესაბამისად განსაკუთრებით გამორჩეულია. ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ დაუკავშირდნენ პროფესიონალებს საქართველოდან და მსოფლიო მასშტაბით. დაამყარონ მნიშვნელოვანი ურთიერთობები, გააზიარონ ცოდნა და გააძლიერონ პროფესიული ქსელი.

დღის განმავლობაში იქნება რეალურ ქეისებზე ინსპირაციული საუბრები როგორც ქართველი სპიკერბისგან ისე მსოფლიოდან, დინამიური პანელური დისკუსიები, საინტერესო ვორკშოპები. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ QA-ს (ხარისხის უზრუნველყოფის – Quality Assurance ) – ის ბაზრის უახლეს კვლევას, რომელიც მოიცავს ბოლო 5 წლის მიმოხილვას.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, უკვე მესამე წელია მხარს უჭერს ტესტირების საერთაშორისო დღეს, რადგან თიბისისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

რეგისტრაციისა და ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე https://tkt.ge/event/428255/testers-day-2024

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100